x
image
_K_
10 უცნაური რამ, რასაც ჩვენი წინაპრები სილამაზისთვის აკეთებდნენ
image

გარეგნობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ადამიანებისთვის, მაგრმ წარსულში ისინი განსხვავებულად ცდილობდნენ, ლამაზები და მიმზიდველები გამოჩენილიყვნენ. სტატიაში ყველაზე უჩველო და უცნაური ტენდენციების 10 მაგალითს გთავაზობთ.








1. კბილების შავად შეღებვა

როგორც ყველამ ვიცით, შაქარმა შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს კბილებს. მე-18 საუკუნეში შაქრის ყიდვა მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ, ამიტომაც ხალხმა ნელ-ნელა კბილების შეღებვა დაიწყო. მათ სურდათ, ეჩვენებინათ, იმდენად მდიდრები იყვნენ, რომ ტკბილეულით კბილების გაფუჭებაც კი მოახერხეს.

image








2. ნეკნის ამოღება წვრილი წელისთვის


ზოგ იღბლიან ქალს ბუნებრივად აქვს წვრილი წელი. ის ყოველთვის მიიჩნეოდა ქალურობის სიმბოლოდ. ვიქტორიანულ დროში ქალები კორსეტებს იყენებდნენ წვრილი წელის გამოსაჩენად, ზოგი კი ამისთვის ნეკნებსაც იშორებდა.

image








3. მაღალი საყელო

უცნაურ მოდას მხოლოდ ქალები კი არა, მამაკაცებიც მისდევდნენ. მე-19 საუკუნის ბოლოს ისინი გრძელ, სწორ საყელოებს ატარებდნენ. ეს ჯენტლმენის ყოველდღიური ტანსაცმლის ნაწილი იყო. შეიძლება არც ისე უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ თურმე მაღალი საყელო რამდენიმე მამაკაცის გარდაცვალების მიზეზიც გახდა.

image








4. უცნაური თმის სტილი

ზოგჯერ ვუყურებთ 70-იანი და 80-იანი წლების თმის ვარცხილობებს და ვფიქრობთ: "მართლა? სერიოზულად?" თუმცა, შეიძლება 50-60 წლის შემდეგ მომავალმა თაობამ ჩვენზეც იგივე თქვას. რას ვიზამთ, ეს მოდაა.

image








5. ლოტუსის ტერფი

ჩინეთში ტერფის შეხვევა მე-10 საუკუნიდან იღებს დასაბამს, როცა იმპერატორმა ლი იუმ მოცეკვავე იაო ნიაგს ფეხის შეხვევა სთხოვა, რომ უფრო პატარა გამოჩენილიყო. მალე სხვებმაც მიჰბაძეს იმპერატორს. ეს ტენდენცია ჩინეთში წლების განმავლობაში იყო პოპულარული. მე-19 საუკუნეში ჩინელი ქალების 40-50% იხვევდა ფეხს, მაღალ საზოგადოებაში კი - 100%.


მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ გოგონებს, რომლებიც ფეხს არ იხვევდნენ, გათხოვების ნაკლები შანსი ჰქონდათ. ყველაზე სასურველი პატარძლის ფეხის ზომა 3 ინჩი (7.62 სმ) იყო, 4 ინჩი (10.16 სმ) ნორმალურად მიიჩნეოდა, 5 ინჩი კი (12.7 სმ) კატასტროფა იყო.

image








6. ტალახის აბაზანა ნიანგის ექსკრემენტებით

ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ტალახი სასარგებლოა კანისთვის, მაგრამ ძველი ბერძნები და რომაელები უკიდერესობაში გადადიოდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ცხოველების ფეკალიებს ანტიასაკობრივი თვისებები ჰქონდა და დაბერების საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ტალახის აბაზანის მიღება იყო ნიანგის ექსკრემენტებით. შეიძლება, საზიზღრულად ჟღერს, მაგრამ ეს ადამაინებს არ კლავდა მაინც, შემდეგი ტენდენციისგან განსხვავებით.

image








7. რადიოაქტიური კოსმეტიკა

მას შემდეგ, რაც მარი და პიერ კურებმა რადიუმი აღმოაჩინეს, მსოფლიოში რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყენება ყველაფერში დაიწყეს, მათ შორის საწმენდ საშუალებებში, კრემებში, პომადებში და კბილის პასტაშიც კი. მგონი ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა შედეგს გამოიწვევდა კანზე რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყენება.

image








8. შარდი - კბილების გასათეთრებლად

ძველ სტომატოლოგებს სჯეროდათ, რომ შარდს კბილების გათეთრების უნიკალური თვისება ჰქონდა. მე-18 საუკუნეში მას ფართოდ იყენებდნენ პირში გამოსავლებ სითხედ და კბილების გასათეთრებლად. სიმართლე რომ ვთქვათ, ის ამიაკს შეიცავს და მართლა შეეძლო კბილების გათეთრება, მაგრამ მაინც საზიზღრობაა.

image








9. ბელადონა (ყვავილი)

ბელადონა იტალიურად "ლამაზ ქალს" ნიშნავს. ამ ყვავილს წარსულში თვალის წვეთებად გამოიყენებდნენ, რათა თვალის გუგები გაეფართოებინათ, რაც მაშინ საკმაოდ მიმზიდველად მიიჩნეოდა. მოგვიანებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ეფექტი თვალის რეცეპტორების ბლოკირებით მიიღწეოდა, ბელადონას ხშირი გამოყენება კი სიბრმავეს იწვევდა.

image








10. ხალები სილამაზისთვის

თავიდან სახეზე ხალებს დეფექტებისა და ნაიარევების დასაფარავად იყენებდნენ, მაგრამ მე-18 საუკუნეში ეს მოდური ტრენდი გახდა და მდიდარი ქალბატონებისთვის აუცილებელ ტრენდად გადაიქცა. ხალები სპეციალური ქსოვილისგან იყო დამზადებული და შეიძლებოდა ყოფილიყო სხვადასხვა ფორმისა და ფერის.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ შეცვალა ანა კოულმანმა I მსოფლიო ომში დასახიჩრებული მამაკაცების ცხოვრება

image


2. 12 უცნაური რამ, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ

image


3. მაგალითი მსოფლიოს - ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს ნარკოტიკებზე

image

0
2353
7-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0