საზოგადოება 12 უცნაური რამ, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ 2018, 29 მარტი, 16:39 თუ ფიქრობთ, რომ მსოფლიო ყოველ წელს უფრო და უფრო გიჟდება, მხოლოდ ნახევრად ხართ მართალი. სინამდვილეში, უცნაური რაღაცები ყოველთვის ხდებოდა და სტატიაში სწორედ ამის დამამტკიცებელ ფაქტებს წარმოგიდგენთ წარსულიდან.
1. ცხოველების სასამართლოშუა საუკუნეებში მხოლოდ ადამიანებითვის კი არა, ცხოველებისთვისაც გამოჰქონდათ სასამართლო სასჯელი. უმეტესად შინაური ცხოველები განისჯებოდნენ. მაგალითად, კატები ჯადოსნობისთვის, ასევე ძროხები, ქათმები და ღორები. ქვედა სურათზე ხედავთ ღორს, რომელსაც ბავშვის მოკვლის გამო ასამართლებდნენ. სასამართლოს არ რცხვენოდა იმის, რომ "დამნაშავეს" თავდაცვა არ შეეძლო, თუმცა, მოწმეების ჩვენებებს მაინც ითვალისწინებდნენ. 2. ცოლ-ქმრის ორთაბრძოლაშუა საუკუნეების გერმანიაში ცოლსა და ქმარს თავიანთი დავის მოგვარება სასტიკი გზით შეეძლოთ - ცოლქმრული დუელით. წესების თანახმად, ქმარი წელამდე ორმოში უნდა ყოფილიყო, ცალი ხელი ტანზე უნდა ჰქონოდა მიბმული, მეორე ხელით კი შეეძლო ჯოხის დაჭერა. ქალებს შემოსაზღვრულ ადგილზე შეეძლოთ გადაადგილება, იარაღად კი ტომარა უნდა გამოეყენებინათ ქვით. 3. ალკოჰოლის განადგურებააშშ-ში ალკოჰოლური სასმელების წარმოება, გაყიდვა და გავრცელება 1920 წლიდან 1933 წლამდე აკრძალული იყო. ამ დროის განმავლობაში პოლიცია ჩხრეკდა საეჭვო სახლებსა და შენობებს და ცდილობდა ალკოჰოლის პოვნას, რომელსაც მიწისქვეშ საიდუმლოდ ამზადებდნენ. ფოტოზე ხედავთ, როგორ ანადგურებენ პოლიციელები სითხეს 1929 წელს. ასეთი ქცევა საკმაოდ ჩვეულებრივი იყო იმ დროს და ცნობილი იყო "მშრალი კანონის" სახელით. 4. მარცხენა ჩექმის ძეგლიმსოფლიოში ბევრი უცნაური ქანდაკებაა. მოქანდაკეები და მხატვრები წარსულშიც ქმნიდნენ უცნაურ ნაშრომებს, როგორც დღეს. მაგალითად, სარატაგოს ეროვნულ პარკში, დამოუკიდებლობისთვის ომში მონაწილე და დაჭრილი მთავარი გენერლის, ბენედიქტ არნოლდის, მარცხენა ჩექმის ძეგლია. უნდა აღინიშნოს, რომ არნოლდის ფიგურა საკმაოდ საკამათოა. მიუხედავად იმისა, რომ ის ცნობილი გახდა ამერიკის მხარეს ბრძოლით, მომავალში ეს ხელს არ შეუშლის მას, რომ ბრიტანეთის მხარეს გადავიდეს. 5. ციმბირში "გადასახლებული" ზარიწარსულში მხოლოდ ადამიანებისა და ცხოველებისთვის კი არა, უსულო საგნებისთვისაც გამოჰქონდათ მსჯავრი. ეს შეემთხვა უგლიჩის ეკლეიის ზარსაც, რომელსაც მოქალაქეების ინფორმირება ედებოდა ბრალად პრინცი დიმიტრის სიკვდილის შესახებ, რამაც ხალხის აჯანყება გამოიწვია. ზარს მიესაჯა 'ენის' მოჭრა და გაწკეპვლა, შემდეგ კი - ციმბირში გადასახლება, სადაც 300 წლის განმავლობაში დარჩა. დღეს ზარის ნახვა შესაძლებელია უგლიჩის ისტორიულ, არქიტექტურულ და ხელოვნების მუზეუმში. 6. სიკვდილი სილამაზის გამომე-17 და მე-18 საუკუნეებში მარმარილოსფერი კანი და ნათელი, მოვარდისფრო ლოყები უმაღლეს მოდად მიიჩნეოდა. ქალები იყენებდნენ კოსმეტიკუ საშუალებებს, რომლებიც ხშირად სახიფათო იყო ჯანმრთელობისთვის, ზოგჯერ კი საქმე სიკვდილამდეც მიდიოდა. ქვედა ფოტოზე ხედავთ მარია კოვენტრის, რომელიც ცნობილია "მაკიაჟის მსხვერპლის" სახელით. ის 1760 წლის 30 სექტემბერს გარდაიცვალა, 27 წლის ასაკში. მარია სქლად წასმული კოსმეტიკის ფენამ მოწამლა. თუმცა, ამ შემთხვევას ქალები არ შეუჩერებია, გაეგრძელებინათ მაკიაჟის გამოყენება, რომ ყოფილიყვნენ უფრო მოდურები და მიმზიდველები. 7. ბავშვის გალიებიეს გალია 1922 წელს გამოიგონეს და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ლონდონში. თავდაპირველად იყო იდეა, რომელიც მალევე გავრცელდა ბრიტანელ დედებში. იდეის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ბავშვები სუფთა ჰაერზე "გაენიავებინათ", რაც სასარგებლო იქნებოდა სისხლის მიმოქცევისთვის. ეს გალია კარგი გზა იყო მათთვის, ვინც ბინებში ცხოვრობდნენ. ბავშვს შეეძლო, ყოფილიყო სუფთა ჰაერზე, სანამ დედა სხვა საქმეებით იქნებოდა დაკავებული. გალიების გამოყენება მე-20 საუკუნის შუა წლებში შეწყვიტეს უსაფრთხოების პრობლემების გამო. 8. კბილების შავად შეღებვაეს ტრადიცია, რომელიც დღეს საკმაოდ უცნაურად გვეჩვენება, გავრცელებული იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ამერიკაში, იაპონიაში ("ოჰაგუროს" სახელით), აფრიკაში და დასავლეთ ევროპაში XVI-XVII საუკუნეებში. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ტრადიცია ზოგან დღესაც არსებობს. ამ ტრადიციის ასახსნელად რამდენიმე გზა არსებობს: ცუდი კბილების დამალვა, სპეციალური სითხის გამოყენებით კბილების დაცვა, ან დამპალი კბილების ილუზიის შექმნა. ცუდი კბილები იმ დროს სიმდიდრეს ნიშნავდა, რადგან მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ შაქრის ჭამა. 9. სხეულის გახვრეტა სხვადასხვა იარაღითჰოლანდიელი არტისტი და დიზაინერი, მირინ დაჯო (სრული სახელი - არნოლდ გერიტ ჰენსკესი), ცნობილი იმით გახდა, რომ სხეულის გახვრეტა შეეძლო ხანჯლითა და სხვა იარაღებით დაზიანებების მიღების გარეშე. ის ასევე ცნობილი იყო საზოგადოების წინაშე გამოსვლით და მინისა და დანის პირების ჭამით. დღესაც ვერ ხსნიან, როგორ ახერხებდა დაჯო ამ ყველაფერს ისე, რომ სისხლიც კი არ მოსდიოდა, თუმცა, ფაქტია, რომ ის სრულიად უვნები მაინც არ იყო, რადგან ხანჯლის გადაყლაპვის მცდელობისას დაიღუპა. 10. უთავო პორტრეტებივიქტორიანულ პერიოდში ხალხმა მოიწყინა ჩვეულებრივი პორტრეტებით. იხილეთ ფოტოშოპის პირველი მცდელობები. მართალია, ფოტო უხეშადაა დამუშავებული და არც ისე ბუნებრივია, მაგრამ მაინც დასაფასებელია, არა? 11. ახალი ეპოქის მუმიამე-19 საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი ფილოსოფოსი, ჯერემი ბენთჰემი, ცნობილი იყო თავისი პიროვნული თვისებებით. ის იყო პირველი, ვინც მოქალაქეებს წარუდგინა "სახელმწიფო პასუხისმგელობის" ცნება, იყო ქალთა თანასწორობის მხარდამჭერი, იცავდა ცხოველების უფლებებს, ასევე ბედნიერების უფლების პრინციპებს.მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ასეთი ადამიანების შემთხვევებში, ბენთჰემსაც ჰქონდა უცნაური პიროვნული ჩვევები. თავის ანდერძში ფილოსოფოსმა მოითხოვა, მისი ჩონჩხი იმავე პოზაში მოეთავსებინათ, როგორც ლონდონის უნივერსიტეტში იჯდა ხოლმე ლექციების წაკითხვისას. უჩვეულო თხოვნა მართლაც შეასრულეს და ბენთჰემის თავი ცვილის თავითაც შეცვალეს. 12. ტყვიაგაუმტარი ჟილეტის დატესტვა ადამიანებზეტყვიაგაუმტარი ჟილეტები "დიდი დეპრესიის" დროს გახდა პოპულარული. ამ მოვლენის შემდეგ აშშ-ში კრიმინალის შემთხვევებმა იმატა, ტყვიაგაუმტარი ჟილეტების დატესტვა კი აუცილებელი იყო, სანამ კრიმინალებთან საბრძოლველად ჩაიცმევდნენ. იყვნენ მოხალისეები, რომლებიც სიამოვნებით თანხმდებოდნენ ამ ჟილეტების ჩაცმაზე დასატესტად და ერთმანეთს მორიგეობით ესროდნენ ტყვიებს. ქვედა ფოტოზე ვჰ მარფისა და მის თანაშემწეს ხედავთ. მათი ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა და დამტკიცდა, რომ ეს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი მუშაობდა. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ასევე დაგაინტერესებთ:
1. ადამიანები, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს
2. დღეისთვის აბსურდული 20 ფოტო წარსულიდან
3. ჰოლივუდელები, რომელთა მეგობრობამ დროს გაუძლო 1272 3-ს მოსწონს
|