x
image
_K_
სხეულის ენის 18 ძირითადი საიდუმლო
იმ ინფორმაციების 80%, რომელსაც ადამიანებთან საუბრიდან ვიღებთ, არავერბალურია, ანუ გადმოიცემა სხეულის ენით. ხშირად, ჩვენ არ გვესმის, რა გრძნობების გამოხატვა სურთ ჩვენს მეგობრებს, ნაცნობებს ან საქმიან პარტნიორებს საკუთარი სხეულით.

სტატიაში მოცემულია რამდენიმე ძირითადი საიდუმლო, რომელიც ადამიანების ფიქრებისა და გრძნობების გაგებაში დაგეხმარებათ, მაშინაც კი, როცა ისინი ერთ სიტყვასაც არ ამბობენ ამაზე.

imageსურათებზე ქალბატონს თითქოს ერთნაირი ჟესტები აქვს, განსხვავება სულ მცირეა, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, შეგვიძლია, მივხვდეთ, ის მოწყენილია (სურათი 1) თუ დაინტერესებული გვისმენს (სურათი 2).


imageხელებს ბევრი რამის გამოხატვა შეუძლია. გაშლილი ხელები მზადყოფნას გამოხატავს ღია ურთიერთობისთვის (სურათი 2), "ჩაკეტილი" ხელები კი გვანიშნებს, რომ ვიღაცისთვის არასასურველი სტუმარი ვართ (სურათი 1).



imageალბათ, ხშირად გინახავთ მსგავსი გამომეტყველებები ადამიანების სახეებზე. თურმე, მზერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გასარკვევად, რის დამახსოვრებას ცდილობს პიროვნება. პირველ ფოტოში, გოგონა, რომელიც ალმაცერად იყურება, ფიქრებშია ჩაძირული; მეორე ფოტოს ასეთ მზერაზე მივხვდებით, რომ ის ხმებს იმახსოვრებს, მესამე ფოტოში - გრძნობებს, ხოლო მეოთხეში თავად მოქმედების სურათის დამახსოვრებას ცდილობს.


imageმამაკაცები ფიქრობენ, რომ ჯდომის პოზა, რომელიც პირველ სურათზეა, მიმზიდველია, მეორე კი მორცხვობას გამოხატავს.


imageპოზა, რომელშიც არის მამაკაცი მარცხენა ფოტოზე, იმაზე მიანიშნებს, რომ მას საუბრის ან შეხვედრის სწრაფად დასრულება სურს. მარჯვენა პოზა კი თავდაჯერებულობაზე და ყველაფრისმცოდნეობაზე მიუთითებს, თუმცა, ქალებს არ მოსწონთ, როცა სამუშაო ადგილას მამაკაცები ამ პოზაში სხედან.


imageჯდომის ეს პოზა გამოხატავს სიჯიუტეს, ღვარძლიანობას და სხვისი აზრის უპატივცემულობას.


imageმანჟეტთან შეხებით ან სახელოზე ყურებით ადამიანები ხშირად ღელვის დაფარვას ცდილობენ.


imageცერა თითების ასეთი მდგომარეობა თავდაჯერებულობაზე და დომინანტური პოზიციის ქონის სურვილზე მიანიშნებს.


imageჩახუტების დროს ხელის ოდნავი დარტყმები ზურგზე შეიძლება ნიშნავდეს პიროვნების დაბნეულობას ან იმას, რომ მას აღარ სურს ჩახუტება.


imageტანის მდგომარეობა და ტერფების პოზიცია მარჯვენა ფოტოზე გვაჩვენებს, რომ ეს ორი ადამიანი მესამის გაძევებას ცდილობს საუბრიდან.

მარცხენა ფოტოზე კი მამაკაცების ტერფების განლაგებას თუ დავაკვირდებით, ადვილად მივხვდებით, რაზე ფიქრობენ ისინი.

0
294
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0