სხვა ხელსაწყო ცოცხალი იადონით, რომლითაც მაღაროელები ჰაერში მხუთავი აირის არსებობას იგებდნენ 2019, 11 იანვარი, 10:02 ფრინველი გალიაში ყველას უნახავს და აქ გასაკვირი არაფერია. მაგრამ, ასეთი გალია თუ გინახავთ?! ეს ერთგვაროვანი მოწყობილობაა, რომელიც ამჟამად ლონდონის სამეცნიერო მუზეუმის ექსპონატია. ის ერთი შეხედვით, გაზის კამერას მოგაგონებთ, რომელიც შესაძლოა პატარა ზომის ცხოველებზე და ფრინველებზე ექსპერიმენტების ჩატარებისას გამოიყენებოდეს. მაგრამ, ეს ასე არ არის – უჩვეულო ლითონის გალია, რომელზეც ცილიადრია დამაგრებული, «იადონების რეანიმატორია», უფრო სწორედ, იყო. დიდი ბრიტანეთში მაღაროელები, სულ რაღაც 30 წლის წინ, სწორედ ასეთი მინის გალიებით და მასში მოთავსებული იადონით ჩადიოდნენ მაღაროებში. მიწისქვეშა მაღაროში შესაძლებელია მომაკვდინებელი აირები იყოს, რომელსაც ადამიანის მოწამვლა, ხანძრის ან აფეთქების გამოწვევა შეუძლია და იადონი მაღაროში ჰაერის ხარისხის ექსპერტის ფუნქციას ასრულებდა. იადონების მაღაროში გამოყენების იდეა ფიზიოლოგ ჯონ სკოტ ჰოლდეინს (1860 – 1936 წწ.) გაუჩნდა. მეცნიერი ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე ატარებდა – ის ჰერმეტულ კამერაში შედიოდა, სუნდქავდა პოტენციურად სახიფათო აირებით, ხოლო შემდეგ ამ აირების ორგანიზმზე გავლენაზე და შედეგებზე წერდა. პირველი მსოფლიო ომის დროს ის ფრონტზე გაემგზავრა, რომ გერმანელების მიერ გამოყენებული მომწამლავი აირების იდენტიფიცირება მოეხდინა, რასაც მოგვიანებით, აირწინაღის გამოგონება მოჰყვა. ჰოლდეინი ასევე სწავლობდა მაღაროებში მომხდარი კატასტროფების და სიკვდილიანობის მიზეზებს და აღმოაჩინა, რომ ჰაერის შემცველობაში სასიკვდიო კომპონენტი, მხუთავი აირები იყო. სწორედ მაშინ გაუჩნდა მას მაღაროში ფრინველის ჩაყვანის იდეა. მისი მტკიცებით, იადონები აირებისადმი ზემგრძნობიარენი იყვნენ, გარდა ამისა, პატარა მასის გამო, მათზე მხუთავი აირების ზეგავლენა უფრო სწრაფად იქნებოდა შესამჩნევი. ბრიტანეთში იადონიანი გალის გამოყენება 1986 წელს აიკრძალა, – ის ელექტრომოწყობილობით ჩაანაცვლეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს, მაღაროებში, 200-ზე მეტი ფრინველი იყო «დასაქმებული». თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ტექნოლოგიური ცვლილებები და ადამიანის ჩვევები ილუსტრაციებში 282 6-ს მოსწონს
|