x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ემზარ კვიციანი ჩადრით სიარულის აკრძალვას ითხოვს - ახალი კანონპროექტი პარლამენტში
imageდეპუტატმა „პატრიოტთა ალიანსიდან " ემზარ კვიციანმა ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარულის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დღეს წარადგინა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ზვიად ტომარაძეა.


"აქ არის ლაპარაკი, რომლებიც შემოდიან ტურისტული მიზნებით ანუ ტურისტულად შემოდიან ჩვენს ქვეყანაში და დადიან სკვერებში, ხალხმრავალ ადგილებში, მორწმუნეები არ დადიან ასე ქუჩა-ქუჩა, იმათ აქვთ თავიანთი ადგილი და ლოცულობენ იქა. ამიტომ აქ არ უნდა ახლა ამას ბევრი ისა... გადადება ამ საკითხს" - განმარტავს ემზარ კვიციანი.


"ევროპის ქვეყნებში უკვე მოქმედებს აკრძალვები ამ კუთხით. კერძოდ, ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული აკრძალულია: ჰოლანდიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ბულგარეთში და ლატვიაში. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამ ქვეყნების რიცხვს დანიაც შეუერთდა“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის მიხედვით, ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით სიარული ხდება დასჯადი ქმედება და სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა. პირველ შემთხვევაზე 500 ლარი, განმეორებით შემთხვევაზე 1500 ლარი.



გამონაკლისის სახით კანონპროექტი არ გავრცელდება საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებზე.

1
222
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
222
  
2018, 27 დეკემბერი, 22:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1