x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ღორის გრიპის პირველი მსხვერპლი - ბათუმში H1N1 ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა
image


ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშო გარდაიცვალა 53 წლის ქალი, რომელსაც წინასწარი ლაბორატორიული კვლევით, H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის გართულებული ფორმა ჰქონდა. საავადმყოფოს ექიმების ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 17 დეკემბერს მიიყვანეს გრიპის უკვე გართულებული ფორმით და მას შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.


გართულების მიზეზად დაგვიანებული მკურნალობა სახელდება.


აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის რეგიონში ლაბორატორიულად დადასტურებულია H1N1 ვირუსის სამი შემთხვევა. ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე ექიმს მიმართონ.



ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა არ არის, რადგან გრიპის შემთხვევების მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა, არც იმდენად, რომ ეპიდემიის სახე ჰქონდეს.

0
55
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0