საზოგადოება როგორია თაკო ნაცვლიშვილის ამჟამინდელი ცხოვრება და სამომავლო გეგმები? 2018, 23 დეკემბერი, 22:19 ყველასათვის ცნობილი ქართველი მოდელის თაკო ნაცვლიშვილის შესახებ ინტერესი ყოველთვის მაღალია. მის შესახებ ნებისმიერი სიახლე საზოგადოებისათვის დიდად საინტერესოა. დღეს თაკო ნაცვლიშვილი სტუმრად იმყოფებოდა ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც თავის ამჟამინდელ ცხოვრებაზე ისაუბრა. როგორც თაკომ აღნიშნა, მილანში ცხოვრობს და უნივერსიტეტის პირველ კურსზეა. ის მილანში მოდის მარკეტინგსა და მენეჯმენტს სწავლობს და პარალელურად ბუნებრივია, მოდელობითაც აქტიურადაა დაკავებული. როგორც აღნიშნა, მისთვის რთულია ასეთ დატვირთული რეჟიმით ცხოვრება, მაგრამ ძალიან მოსწონს თავისი ამჟამინდელი და მომავალი პროფესიაც და ამიტომ ბევრი შრომა არ ეზარება და იმედი აქვს, რომ მალე უფრო მეტად შეეჩვევა სტუდენტობის პარალელურად სამოდელო კარიერასაც. მომავლის გეგმებს რაც შეეხება, როგორც თაკომ აღნიშნა, ჯერ არ აპირებს მოდელობისთვის თავის დანებებას და ამ სფეროში დიდი გეგმები აქვს. ამბობს, რომ ყველა კასტინგზე გავა, სადაც გაუშვებენ, მათ შორის "victoria's secret''-ზეც და აღნიშნა, რომ მისი კარიერა მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული და სააგენტო წყვეტს რომელ ქასტინგში მიიღებს მონაწილეობას. თაკო გამოეხმაურა ასევე ჭორებს პლასტიკური ქირურგიის შესახებ და აღნიშნა, რომ ნაოპერაციევ მოდელს მაღალი მოდის ბრენდები არ გაიყვანენ პოდიუმზე და ამიტომ არასდროს მიუმართვას ამ მეთოდისთვის, თუმცა დასძინა, რომ არაფერია ცუდი იმაში თუ გინდა უკეთესი იყო, თუმცა ამის დამალვა ნამდვილად არ არის კარგი საქციელი. მან შეაფასა თანამედროვე ქართული მოდის ინდუსტრია და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ თანდათან იხვეწება და საქართველოს პოპულარობას მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო იზრდება. წარმატებები ვუსურვოთ თაკოს და ველით მისგან სიახლეებს. 220 1-ს მოსწონს
|