x
image
გემი დალანდი
5 გამოკვლევა, რომელიც 40 წელს გადაცილებულმა ქალბატონებმა უნდა ჩაიტარონ!
40 წელი ის ზღვარია, რომლის გადალახვის შემდეგ სხვადასხვა დაავადებებმა თუ ჯანმრთელობის პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი. განსაკუთრებით მათ შემთხვევაში, ვისაც გენეტიკური განწყობა აქვს. ეს რომ თავიდან იქნეს არიდებული, 40 წლის შემდეგ აუცილებელია ამ 5 მნიშვნელოვანი გამოკვლევის ჩატარება.

image

1. ვიზიტი გინეკოლოგთან. მცირე მენჯის ღრუს ორგანოების გამოკვლევა

მოწიფული ასაკის ქალბატონებმა წელიწადში ორჯერ უნდა გაიარონ გინეკოლოგთან კონსულტაცია. სტატისტიკის თანახმად, საშვილოსნოს ყელის კიბო ყველაზე ხშირად 35 წელს გადაცილებულ ქალებში ვლინდება. იმისთვის, რომ მეტი შანსი იყოს დაავადების დასამარცხებლად, ძალიან მნიშვნელოვანია მისი დროული აღმოჩენა და შესაბამისად, დიდ მნიშვნელობას იძენს გინეკოლოგთან ვიზიტი და პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება.



2.კონსულტაცია მამოლოგთან, მამოგრაფია

რაც უფრო ასაკში შედის ქალი, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ მკერდის სიმსივნე გამოუვლინდეს. მაგალითად, 65 წლის შემდეგ, მკერდის კიბოს განვითარების რისკი 150-ჯერ უფრო მეტად იზრდება 30 წლის ასაკთან შედარებით.სასურველია, მამოგრაფია ყოველწლიურად ჩაიტაროთ.


3.კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან, სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა

დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 10% დიაბეტითაა დაავადებული. დიაბეტი ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემაზე ახდენს ზეგავლენას. იზრდება ინსულტებისა და ინფარქტის რისკი, იკლებს მხედველობა...

თუ ცხოვრების ჯანსაღ წესს არ მისდევთ და გენეტიკურად მიდრეკილი ხართ დიაბეტისადმი, აუცილებელია ენდოკრინოლოგთან ვიზიტი.


4. კარდიოლოგთან კონსულტაცია

მომეტებული ქოლესტერინი, მავნე ჩვევები, ფიზიკური დატვირთის არარსებობა-ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებს ანელებს. მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად 18 მილიონი ადამიანი იღუპება გულის დაავადებებით. მათ აღმოსაფხვრელად ასევე მნიშვნელოვანია, რომ დროულად გამოვავლინოთ. ამიტომ, წელიწადში ერთხელ მაინც, კარდიოლოგთან ვიზიტი აუცილებელია.


5.დენსიტომეტრია

40 წლიდან ადამიანის ძვლის სისქე იცვლება და უფრო თხელი, მყიფე სტრუქტურის ხდება. ამას ოსტეოპოროზი ეწოდება. ოსტეოპოროზი ქალებს უფრო ემუქრებათ, ვიდრე მამაკაცებს. ყველაზე უსიამოვნო მოვლენაა თეძოს ძვლის მოტეხილობა. ოსტეოპოროზის გამოვლენა დენსიტომეტრიით ხდება.ესაა კომპლექსური გამოკვლევა, რომელიც ძვლოვანი ქსოვილის სისქეს განსაზღვრავს.


0
63
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0