x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გიორგი გიგაური:საქართველოს მთავრობავ, შეუწყვიტეთ ჩვენი ფულით დაფინანსება ამ ლიბერასტ ალქაჯს!

image

ჟურნალისტი გიორგი გიგაური სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:




"საქართველოს მთავრობავ, შეუწყვიტეთ ჩვენი ფულით დაფინანსება ამ ლიბერასტ ალქაჯს!

საქართველოს პრემიერთან არსებული განათლების ცენტრის მიერ, კვირიკაშვილის დროს სამთავრობო პროგრამით ამერიკაში სასწავლებლად გაგზავნილი და ნახევარ მილიონამდე ლარით დაფინანსებული მსახიობი თინა მახარაძე ასეთ ფბ-პოსტს აქვეყნებს:

“ირმა ინაშვილის ხსენებაზე სულ თვალწინ მიდგას ნაცნობი არქეტიპი თმაშესაღები ქალბატონისა, დაძენძილ ნაქსოვ ჯემპრზე დუტის ჟილეტითა და სახელოში გაჩურთული ქაღალდის ხელსახოცით, რომელსაც რაღაც პერიოდულობით იღებს, ხან ცხვირს იხოცავს, ხან ტუჩის კუთხეებს იწმენდს და მერე აბრუნებს უკან სახელოში.

ეს სახეხატი ჩემს მეხსიერებაში ჩარჩენილია 96 წლიდან, როცა მშობლებმა პირველად წამიყვანეს ატალახებულ ლილოში საპირველსექტემბროდ სკოლის ფორმის საყიდლად. მხოლოდ დისტოპიურ სამყაროში შეიძლებოდა, ამ პერსონაჟს ქვეყნის პარლამენტში გადაენაცვლა.''

რატომ ვაქცევ ამ არსებას ყურადღებას?
უბრალოდ, ის არის ტიპური სახე ჩვენებური ქართველთმოძულე ლიბერასტებისა, ვინც, გონებრივი თუ ზნეობრივი უბადრუკობის გამო, თავს ვერ იკავებს და ღიად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას თანამემამულეებისადმი!
ლილოს ბაზრის გამდველი ქალი ვისაც ასე სძულს, იმას არ შეიძლება სამშობლო აღელვებდეს - აი, ესაა ამ პოსტის “ანიც'' და “ჰოეც''...

და, რაც მთავარია:
ეს არსება, რომელიც თავს “ეროვნულ ბოზს'' უწოდებს და ამერიკიდან თავის პორნოგრაფიულ სურათებს აქვეყნებს, ნამდვილად არ იმსახურებს გაღატაკებული ხალხის და ლილოს ბაზრის გამყიდველი ქალის ბიუჯეტიდან 165-ათასდოლარიან დაფინანსებას!
შეუწყვიტეთ დაფინანსება ამ ლიბერასტ ალქაჯს!"წერს გიგაური

image

0
322
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0