სხვა სიტყვები, რომლებიც ხშირად გვერევა ერთმანეთში - დაიმახსოვრეთ განსხვავება! 2018, 18 დეკემბერი, 14:27 არსებობს სიტყვები, რომლებიც ჟღერადობით ერთმანეთს ჰგავს, ამიტომ ხშირად გვერევა ერთმანეთში. თუ არ იცით, რა განსხვავებაა ფსიქიატრსა და ფსიქოთერაპევტს შორის, ან ეპილაციასა და დეპილაციას შორის, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. წაიკითხეთ და კარგად დაიმახსოვრეთ განსხვავება!
ფსიქოთერაპევტი/ფსიქიატრი/ფსიქოლოგი![]() ✷ფსიქიატრს სამედიცინო დიპლომი აქვს მიღებული, ფსიქიკური დარღვევის მქონე ადამიანებს მკურნალობს და მათ ქცევას შეისწავლის. ✷ფსიქოთერაპევტი შეიძლება ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი იყოს, დამოკიდებულია მის აკადემიურ ხარისხზე. ეს ადამიანები პაციენტებს ეხმარებიან ისეთი პრობლემების მოგვარებაში, როგორიცაა ფსიქოსომატური დარღვევები, დეპრესია, კვების დარღვევები ან ფობიები. დეპილცია/ეპილაცია![]() ✷ეპილაცია თმის მთლიან მოცილებას ნიშნავს, იგულისხმება კანის ქვეშ გაზრდილი თმაც. პროცედურა აზიანებს თმის სტრუქტურას და ეფექტი გრძელდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. ეპილაციისთვის გამოიყენება ცვილი, შუგარინგი, ლაზერი ან სხვა სალონის პროცედურები. ანტიპერსპირანტი/დეზოდორანტი![]() ✷დეოდორანტის მიზანი კი იმ სუნის გაქრობაა, რომელიც უკვე გამოყოფილია. ის ასევე ანტისეპტიკური საშუალებაცაა და ებრძვის ბაქტერიებს. დეზინფექცია/სტერილიზაცია![]() ✷სტერილიზაცია ყველა მიკროორგანიზმის მოკვლის პროცესია, მნიშვნელობა არ აქვს, ისინი საზიანოა თუ არა. პროცესი შეიცავს თერმულ დამუშავებას, რადიაციას, ფილტრაციას; გამოიყენება გაზი ან თხევადი საშუალებებიც. კონსილერი/კორექტორი![]() ✷კორექტორი გამოიყენება გამონაყარის, პიგმენტებისა და წითელი ლაქების დასაფარავად. ის სქელია და ბევრი განსხვავებული ტონი აქვს: მაგალითად, მწვანე კორექტორი სიწითლეების დასაფარავად გამოიყენება. კორექტორს ყოველთვის ტონალურ-ფუძეს შემდეგ ისვამენ. აეროპორტი/აეროდრომი![]() ✷აეროპორტი მოიაზრებს აეროდრომს, შენობაში არსებულ მაღაზიებს და ყველაფერს, რაც ტერიტორიაზეა. თმის კონდიციონერი/თმის ბალზამი![]() ✷ბალზამი იცავს და აუმჯობესებს თმას. შეიცავს საჭირო ელემენტებს, როგორიცაა ზეთი ან თმის დასარბილებელი მინერალები. ბალზამს ისვამენ მთლიან თმაზე, ძირების ჩათვლით და ჩამოიბანენ წასმიდან დაახლოებით 4 წუთში. მწვანილი/სენელებელი/სოუსი![]() ✷სანელებლებს გემოს გასაძლიერებლად (ძმარი, ლიმონის მჟავა) ან გემოს შესაცვლელად (შაქარი, მარილი) იყენებენ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ალკოჰოლს, საცხობ სოდას, ჟელატინს და ძირტკბილასაც გამოიყენებენ ხოლმე სანელებლის დანიშნულებით. ✷სოუსი ვრცელი ტერმინია, შეიძლება მწვანილს და სანელებლებსაც მოიაზრებდეს. როცა კერძს, მაგალითად სოკოს, არაჟანს ვამატებთ, ამ შემთხვევაში არაჟანიც სოუსია. ეს ტერმინი კეტჩუპსა და მშრალ სანელებლებსაც მოიცავს. სოუსი ცალკე აღებული ერთი პროდუქტი არ არის, ის სხვადასხვა ინგედიენტის შერწყმით მიიღება. სახელმწიფო გადატრიალება/რევოლუცია![]() ✷რევოლუცია უფრო რთული პროცესია. მას საზოგადოების ცხოვრებაში ძირეული ცვლილებები შეაქვს, ანადგურებს ერთ სოციალურ წყობას და აშენებს ახალს. პარფიუმი/პარფიუმის წყალი/ტუალეტის წყალი![]() ✷პარფიუმის წყალი 12%-დან 20%-მდე არომატულ ნივთიერებებს და 90%-მდე ალკოჰოლს შეიცავს. კანზე დაპკურების შემდეგ, ცოტა ხანია საჭირო იმისთვის, რომ პარფიუმის წყლის სუნი საგრძნობი გახდეს. ✷ტუალეტის წყალი 6%-დან 12%-მდე არომატულ ნივთიერებებს და 85%-მდე ალკოჰოლს შეიცავს. როგორც წესი, მას დღეში რამდენჯერმე იყენებენ. მცენარეული ზეთი/მზესუმზირის ზეთი![]() ✷მზესუმზირის ზეთი მცენარეული ზეთის სახეობაა. დამზადებულია მზესუმზირის მარცვლებისგან. ასევე დაგაინტერესებთ:1. სიტყვები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვამახინჯებთ 2. 20 კომპიუტერული ხრიკი, რომელიც დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას 3. როგორ შეუძლია ერთ უბრალო პოსტს თქვენი კარიერის განადგურება - 9 რეალური ამბავი ![]() 1195 4-ს მოსწონს
|