x
image
_K_
შესაძლებელია თუ არა ქალსა და კაცს შორის მეგობრობა? - მეცნიერებმა ამ კითხვას პასუხი გასცეს
image

"შეუძლიათ თუ არა ქალსა და კაცს მეგობრობა"? - წლებია, ეს ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხია. ფილმებმა, როგორიცაა "როცა ჰარი შეხვდა სალის" (When Harry Met Sally) ან სერიალებმა, როგორიცაა "მეგობრები", (Friends) სცადა, მაყურებლისთვის დაენახვებინა, რომ ქალისა და კაცის მეგობრობა ხშირად მთავრდება უფრო მეტით.


მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ძლიერად ცდილობთ, მეგობარი საყვარლისგან განაცალკევოთ, საპირისპირო სქესის მეგობრებს შორის ყოველთვის იარსებებს კითხვის ნიშანი. სანამ შეგვეკამათებით, ბოლომდე წაიკითხეთ სტატია.


დიდი ხანია, ამ საკითხზე მეცნიერებსაც ჰქონდათ კითხვები და აინტერესებდათ, არსებობს თუ არა საპირისპირო სქესის ინდივიდებს შორის ისეთი ქიმია, რაც მათ უბრალო მეგობრობით ვერ აკმაყოფილებთ.


image

კვლევა ვისკონსინის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის პროფესორ აპრილ ბლესკე-რეჩეკის მიერ ჩატარდა საკითხზე, იზიდავდა თუ არა ქალს თავისი კაცი მეგობარი და პირიქით.


როგორც აღმოჩნდა, კაცები მეტად მიდრეკილები არიან, სხვანაირად შეხედონ საპირისპირო სქესის მეგობარს, ვიდრე ქალები. ქალები არამეგობრულები არ არიან, მათ, უბრალოდ, არ აინტერესებთ კაცი მეგობრები, არ ხედავენ მათში უფრო მეტს. კაცებს კი ხშირად აღელვებთ მეგობრობის ზონა და უფრო ღრმა გრძნობები უყალიბდებათ მდედრობითი სქესის მეგობრების მიმართ.

image

კიდევ ერთი საინტერესო! – კვლევის დროს დაახლოებით 200 მოხალისეს სთხოვეს, აერჩიათ საპირისპირო სქესის ადამიანი, რომელთანაც ემოციურად მიჯაჭვულები არ იყვნენ და აღეწერათ ურთიერთობა და ქიმია მათ შორის. მათ ორი არჩევანი ჰქონდათ, ან უნდა ეთქვათ "ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ", ან "ის ფიზიკურად მიზიდავს".


მამაკაცების 42%-მა აღიარა, რომ გარკვეული მიზიდულობა ჰქონდა მდედრობითი სქესის მეგობრის მიმართ; იგივე თქვა ქალების მხოლოდ 29%-მა. კაცების 17%-მა და ქალების 5%-მა ორივე პასუხი აირჩია.

image

საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა, ძალიან ცოტა ქალს იზიდავს მეგობარი მამაკაცი, კაცების დიდმა ნაწილმა კი გულახდილად განაცხადა, რომ ქალი მეგობრის მიმართ მეტს გრძნობს, ვიდრე, უბრალოდ, მეგობრობაა.


საქმე იმაშია, რომ ქალის ბევრ ჟესტს კაცი სხვანაირად აღიქვამს, სხვანაირად ესმის. ასე რომ, კვლევის მიხედვით, თუ მამრობითი სქესის მეგობრის მიმართ ქალი ძალიან კეთილი და მეგობრულია, შეიძლება მისგან მალევე მიიღოს სიყვარულის გამომხატველი კომპლიმენტები და ქცევები.

image

ასე თუ ისე, დროის გასვლასთან ერთად ყოველთვის გამოჩნდება, არსებობს თუ არა ნამდვილი მეგობრობა ამა თუ იმ ინდივიდს შორის. განსაკუთრებულ, რომანტიკულ სიტუაციებში უფრო კარგად ჩანს, რომ საპირისპირო სქესებს შორის მეგობრობა ხშირად ეწინააღმდეგება ადამიანურ ტენდენციებს და გადაიზრდება სასიყავრულო ურთიერთობაში.


გამონაკლისები, როგორც ყველაფერში, ამ საკითხშიც არსებობს, მაგრამ სტატისტიკა და კვლევები ასეთ შედეგს გვიჩვენებს!



თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? გაგვიზიარეთ♥








ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორ ამოვიცნოთ მამაკაცი ონლაინ პროფილით

image

2. ეს 10 შეკითხვა აუცილებლად დაუსვით პარტნიორს პირველ პაემანზე

image


3. 7 რამ, რასაც წყვილები მხოლოდ დაშორების შემდეგ ხვდებიან

image

3
1557
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:_K_
_K_
1557
  
2018, 19 დეკემბერი, 22:53
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
2018, 19 დეკემბერი, 20:04
ვფიქრობ, რომ არსებობს
2018, 19 დეკემბერი, 15:55
ტუ მეგობრობა არ არსებობს კაცს და ქალს სჰორის ესეიგი საერტოდ არ მყოლია მეგობრები და არ მცოდნია, რადგან გოგონებტან ვერ ვმეგობრობ
0 1 3