ქალი და მამაკაცი 7 რამ, რასაც წყვილები მხოლოდ დაშორების შემდეგ ხვდებიან 2018, 11 აგვისტო, 20:32 ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც შეყვარებულთან დაშორება არ აქვს გამოცდილი. გამონაკლისი არც ქორწინების სააგენტოს ხელმძღვანელი - ტამსენ ფადალია. თავის წიგნში ის იმ პრობლემებზე საუბრობს, რასთან გამკლავებაც ადამიანებს უწევთ ამ პერიოდში.
სტატიაში გაგიზიარებთ ტამსენ ფადალის წიგნიდან რამდენიმე აზრს. ვიმედოვნებთ, რჩევები დაგეხმარებათ მომავალში გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. 1. გამოუსწორებელი და საშინელი არაფერი მომხდარა.თავიდან ცუდად იგრძნობთ თავს, ერთად გატარებულ დროს გაიხსენებთ და მეგობრებს მოუყვებით ყველაფერს, ღამით დაძინება გააგიჭირდებათ და მადას დაკარგავთ, მაგრამ მოვა დრო, როცა, უბრალოდ, ყველაფერს გადალახავთ.ტამსენი ფიქრობს, რომ დაშორების პირველი 90 დღე ყველაზე რთულია. ამას ის "გადარჩენის რეჟიმს" უწოდებს. გირჩევთ, ამ პერიოდში არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, ეცადეთ, გაუმკლავდეთ შეგრძნებებს, რაც გულს გტკენთ, ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარეგნობასა და ჯანმრთელობას. 2. საკუთარი თავის შესახებ ძალიან ცოტა იცით.ხშირად ურთიერთობაში მყოფი ადამიანები იმდენ კომპრომისზე მიდიან, რომ ავიწყდებათ, ვინ არიან და რა სურთ სინამდვილეში. ალბათ გქონიათ შემთხვევები, პარტნიორის წყენინება რომ არ გინდათ და დასვენების დღეებში იმას აკეთებთ, რაც მას სურს; შვებულების დროსაც კი მის მიერ არჩეულ ადგილებზე მიდიხართ.დაშორების შემდეგ გეძლევათ საშუალება, ის აკეთოთ, რაც მართლა გინდათ. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ სახლის დიზაინი არ მოგწონთ, ან ამდენი საჭმლის მომზადება არ გჭირდებათ, ან მთებში დასვენებას ზღვაზე წასვლა გირჩევნიათ. 3. დატკბით შესვენებით.რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს არ შეუძლია, დაშორების შემდეგ, უბრალოდ, დასასვენებლად წასვლა, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე. თუმცა, შეგიძლიათ ახალი ჰობი ან თუნდაც, სახლში მედიტირება სცადოთ. ტემსენი გირჩევთ, ერთი საათის განმავლობაში მაინც გამორთოთ ყველა ელექტრონული მოწყობილობა და ეს დრო სიწყნარეში, საკუთარ თავთან გაატაროთ. ამით მოგეცემათ საშუალება, თავისუფლად ისუნთქოთ და გარშემო მიმოიხედოთ. უფრო კარგად გაიაზრებთ, რისი გაკეთება გინდათ სინამდვილეში.4. სჯობს, თავისუფალი იყოთ, ვიდრე მარტო გრძნობდეთ თავს ურთიერთობაში.ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რატომაც ადამიანები დაშორებას ერიდებიან, ისაა, რომ მარტო ყოფნის ეშინიათ. კინოში მარტო წასვლის, მარტო სადილობის და დასვენების დღეების მარტო გატარების აზრი ზოგისთვის საშიშიც კია. თუმცა, სინამდვილეში, ფიზიკურად მარტო ყოფნის კი არა, თქვენს ფიქრებთან და გრძნობებთან განმარტოების გეშინიათ.იყოთ თავისუფალი, იგივე არაა, რაც იყოთ მარტო. ეს არ არის დაავადება, რომელიც უნდა განკურნოთ. ეს უბრალოდ შესაძლებლობაა, მეტი გაიგოთ საკუთარი თავის შესახებ. 5. "სწორი ადამიანის" საპოვნელად ჯერ "არასწორი" უნდა გაუშვათ.გზა მაშინ მიიჩნევა დამთავრებულად, თუ მიზანი მიღწეულია. იგივე ხდება ურთიერთობებშიც. ორი ადამიანი შეხვდა ერთმანეთს, ასწავლეს და ისწავლეს ერთმანეთისგან და როცა გაკვეთილი დამთავრდა, ურთიერთობა უაზრო გახდა. მართალია, დაშორების მომენტები ხშირად ძალიან რთულია, მაგრამ ეს აუცილებელი პროცესია საკუთარი თავის განსავითარებლად, შემდეგი გაკვეთილის სასწავლად.სანამ ახალ ურთიერთობას დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ ბოლომდე თავისუფალი ხართ წინა ურთიერთობისგან. სხვაგვარად, ახალი პარტნიორი ადგილს ვერ იპოვის თქვენს ცხოვრებაში და ყველაფერი ცუდად დასრულდება. 6. ახლა ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ.იქნებ, სანამ თქვენს პარტნიორს შეხვდებოდით, გქონდათ რაღაც გეგმები ან ოცნებები, მაგრამ თქვენმა ერთად ცხოვრებამ გადაგაფიქრებინათ მათი შესრულება. ახლა უკვე არაფერი გზღუდავთ და შეგიძლიათ, ოცნებები რეალობად აქციოთ.7. იმისთვის, რომ ვინმესთან ბედნიერი იყოთ, საკუთარი თავის ფასი უნდა იცოდეთ.მნიშვნელოვანია, იცოდეთ, ვისი ნდობა შეიძლება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს ენდობოდეთ. ხმამაღლა თქვით, რა გაწუხებთ; ეს თავს უკეთ გაგრძნობინებთ.ახალ ადამიანს ვერ იპოვით, სანამ არ გაიაზრებთ, რა გინდათ და რა გჭირდებათ. როცა ადამიანებს აქვთ საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა, თავს ბედნიერად გრძნობენ. ეს გარეგნობასაც ეხება. როცა თავისუფალი ხართ, ნებისმიერი რამის ჩაცმა შეგიძლიათ ისე, რომ აზრი არ ჰკითხოთ სხვას. ასე რომ, დატკბით ამ დროით და ჩაატარეთ ექსპერიმენტები გარრეგნობაზე. ეს თავს უკეთ გაგრძნობინებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გახსოვდეთ, რომ დაშორებაში საშინელი არაფერია. იყავით მადლობელი თქვენი პარტნიორის, რომ კარგი დრო გაატარეთ ერთად და განაგრძეთ ცხოვრება. ასევე დაგაინტერესებთ:სახალისო კომიქსები ყოფილ შეყვარებულებზე 2521 6-ს მოსწონს
|