x
image
_K_
როგორ ამოვიცნოთ მამაკაცი ონლაინ პროფილით
image2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თანამედროვე წყვილების თითქმის 1/3-მა ინტერნეტით გაიცნო ერთმანეთი. ინტერნეტ-კომუნიკაცია დღეს ჩვეულებრივი რამაა და ბევრს უკვე აღარ აწუხებს იმის შიში, რომ შესაძლოა, მანიაკს წერდეს. თუმცა, ონლაინით დაწყებული ყველა ურთიერთობა კარგად არ მთავრდება და ხშირად სანანებელია ის დრო, რაც არასწორ ადამიანებზე დავხარჯეთ.


სტატიაში გასწავლით, როგორ ამოიცნოთ მამაკაცი ონლაინ-პროფილით. ზოგს თქვენი გამოყენება და შემდეგ გაუჩინარება უნდა, ზოგი კი მაშინაც არ მიგატოვებთ, როცა ამას ეტყვით.








1. ერთღამიანი ურთიერთობის მაძიებელი

image

ფოტო: შიშველი სხეულის რამდენიმე ფოტო გადაღებული სანაპიროზე, აუზში ან, უბრალოდ, სახლში. ფოტოების უმეტესობაში მისი სახე არ ჩანს.


ინფორმაცია: ასაკი და სამსახური (ხშირად, სამსახური ნამდვილი არ არის). ჩვეულებრივ, ამბობენ ხოლმე, რომ თქვენს ქალაქში 3 დღეს დარჩებიან და ეძებენ ადამიანს, ვისთანაც "კარგ დროს გაატარებენ".

ქცევა: გეტყვით, რომ შეუყვარდით და სხვა გოგონებისგან განსხვავდებით, მაგრამ ამას მხოლოდ ერთი მიზნისთვის აკეთებს. შეიძლება, რესტორანში წაგიყვანოთ, იქიდან კი - სასტუმროში ან თქვენს სახლში. ხშირად გკითხავთ უცნაურ რაღაცებს, მაგალითად: "თავგადასავლები გიყვარს"? ან "რამდენად შორს გაბედავდი მოგზაურობას"?

რა უნდა გააკეთოთ: დააიგნორეთ მისი წერილები. ხოლო თუ თქვენთვისაც მისაღებია "კარგი დროის გატარება" უცნობთან, უსაფრთხოების შესახებ მაინც გაითვალისწინეთ. მაგალითად, უთხარით მეგობარს, როდის და სად აპირებთ წასვლას.







2. ცხოველების და ბავშვების მოყვარული

image

ფოტო: ცხოველებთან, უმეტესად ძაღლებთან, ასევე, პატარა და-ძმასთან ან ნათესავებთან გადაღებული.

ინფორმაცია: იმისთვის, რომ უკეთ გაიგოთ, რამდენად უყვარს ცხოველები, ეს თავის ინფორმაციაშიც ექნება მითითებული.

ქცევა: ინტერნეტი სავსეა სტატიებით, სადაც წერია, რომ ცხოველების მოყვარულები კარგი მეოჯახეები არიან. ამიტომაც არის, რომ ბევრი ბიჭი ძაღლს იყენებს, რათა კეთილისა და მზრუნველის შთაბეჭდილება შექმნას. მათ იმედი აქვთ, რომ მოგეწონებათ და ნაკლს ვეღარ შეამჩნევთ.

რა უნდა გააკეთოთ: სცადეთ, ცხოველებისა და ბავშვების შესახებ რაც შეიძლება ნაკლები ესაუბროთ და გაიგეთ, ამის გარდა რით არის დაინტერესებული ცხოვრებაში.








3. ჟოკეი ან "განათლებული"

image

ფოტო: სპორტ-დარბაზი, სირბილი, ფეხბურთი ან სელფი ვეგეტარიანულ კაფეში.

ინფორმაცია: შეიძლება მითითებული ჰქონდეს, რომ ეძებს გოგოს მავნე ჩვევების გარეშე (როგორიცაა მოწევა), რომ ადრე იღვიძებს და ენერგიას მზისგან იღებს.

ქცევა: მოგიყვებათ თავისი სპორტული წარმატებებისა და იოგას ან მედიტაციის შესახებ.

რა უნდა გააკეთოთ: რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესში ცუდი არაფერია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ასეთი ადამიანები ხშირად ელიან, რომ მათ მიბაძავთ და თქვენც იმავე წესით ცხოვრებას დაიწყებთ. შეიძლება, უნდოდეთ, რომ თქვენც ადგეთ დილის 5 საათზე და მათთან ერთად ირბინოთ. დაფიქრდით, ასეთი ადამიანების ცხოვრება ნამდვილია თუ იმიჯს რაღაცის შესანიღბად იყენებენ?








4. უცნაური

image

ფოტო: კარნავალის კოსტუმები, უცნაური პოზები, უცნაური ადგილები, ჯგუფური ფოტოები უცნაურ მეგობრებთან ერთად.

ინფორმაცია: უცნაური ხუმრობები, რომლებსაც, სავარაუდოდ, ვერ გაიგებთ.

ქცევა: ხშირად კომუნიკაციას უცნაურად იწყებენ. შეიძლება, უცნაური კითხვა დაგისვან, რათა თავიანთი კრეატიულობის დემონსტრაცია მოახდინონ.

რა უნდა გააკეთოთ: ალბათ, ცხოვრებაში ისედაც ბევრი სანერვიულო გაქვთ, გჭირდებათ კიდევ ერთი? სანამ ასეთი კაცის ნამდვილ სახეს ნახავთ, ბევრი ტირილი მოგიწევთ, ამიტომ არ გიღირთ.








5. ღამის კლუბების მოყვარული

image

ფოტო: რა თქმა უნდა, კლუბში გადაღებული.

ინფორმაცია: “YOLO”, ალკოჰოლი, წვეულებები.

ქცევა: ჩვეულებრივ, ასეთი კაცები კომპლიმენტს გეტყვიან და გკითხავენ, სად ერთობით ხოლმე. შემდეგ თავიანთი საინტერესო ცხოვრების შესახებ მოგიყვებიან ისტორიებს.

რა უნდა გააკეთოთ: თუ სერიოზული ურთიერთობა გინდათ, ასეთი კაცი არ გჭირდებათ. ისინი არ ფიქრობენ ხვალინდელ დღეზე და ზრდასრული ადამიანისთვის შესაფერისი გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ.








6. მანქანების ფანი

image

ფოტო: "მე მანქანაში", "მე მანქანასთან", "ჩემი მანქანა".

ინფორმაცია: სხვა რა ინფორმაციაა საჭირო? მას ხომ მანქანა ჰყავს.

ქცევა: "ჰეი, პატარავ, გინდა, მანქანით გავისეირნოთ"? და მსგავსი ფრაზები.

რა უნდა გააკეთოთ: რა თქმა უნდა, კარგია, თუ ადამიანს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მანქანა იყიდოს. მაგრამ მას თუ სხვა არაფერი აქვს საამაყო, მაშინ დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ასეთი კაცი.








7. იდეალური კაცი

image

ფოტო: პროფესიონალური ფოტოები ლამაზ ადგილებში და სხვადასხვა ქალაქებში.

ინფორმაცია: ყველაფრის დასაწერად საკმარისი ადგილიც კი არ არის: ის მოგზაურობს, ათლეტია, ფოტოებს იღებს, ღარიბებს ეხმარება და ა.შ.

ქცევა: თქვენი ინტერესები უცებ უკვეთება: თუ იტყვით, რომ საჭმლის მომზადება მოგწონთ, ისიც გეტყვით, რომ ყოველ კვირას რაღაც ახლის მომზადებას ცდილობს. თუ იტყვით, რომ ხატვა მოგწონთ, ის გიპასუხებთ, რომ მასაც, მის ნახატებს პრიზებიც კი მოუპოვებია კონკურსებში!

რა უნდა გააკეთოთ: არ არსებობს "იდეალური მამაკაცი". ასეთებს, უბრალოდ, უნდათ, დატოვონ იდეალურის შთაბეჭდილება, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. უმეტესად, შეიძლება მანიპულატორები ან ნარცისები იყვნენ. ასე რომ, ნუ დაუჯერებთ მათ.








8. ოფისში მოწყენილი

image

ფოტო და ინფორმაცია: ჩვეულებრივი. შეიძლება დაწეროს, რომ დაქორწინებული არაა.

ქცევა: ონლაინზე ყოველთვის სამსახურის დროს არის და არა - საღამოს 6 საათის შემდეგ. ცდილობს, ინტიმური დეტალები გაიგოს თქვენზე და გთხოვთ, გაუგზავნოთ ამ მომენტში გადაღებული სურათები.

რა უნდა გააკეთოთ: ნუ შეგეშინდებათ, პირდაპირ ჰკითხოთ, რა უნდა ან, უბრალოდ, შეწყვიტოთ მასთან მიმოწერა. ხშირად, ასეთები უბრალო მომუშავე ტიპები არიან, რომლებიც ოფისებში იწყენენ. დიდი ალბათობაა, რომ ცოლი და შვილებიც ჰყავდეთ.








9. თაღლითი

image

ფოტო და ინფორმაცია: ფოტოები ან საერთოდ არ არის, ან აშკარად ინტერნეტიდანაა აღებული.

ქცევა: იგივე ტექსტებს გიგზავნით, რასაც ყველას, ამიტომ შეიძლება, თქვენი სახელიც შეეშალოს. გიგზავნით უცნაურ ლინკებს ან გეუბნებათ, რომ ფოტოები არ აქვს და სკაიპში საუბარს გთხოვთ.

რა უნდა გააკეთოთ: არ დააკლიკოთ ლინკებზე, თუ არ გინდათ, რომ საბანკო ანგარიშიდან მთელი ფული დაკარგოთ. არ უპასუხოთ ვიდეო-ზარს, თუ მისი შიშველი ტანის დანახვა არ გინდათ.








10. "დაკერვის" დიდოსტატი

image

ფოტო: საუკეთესო სურათი, რომელიც ოდესმე გადაუღია.

ინფორმაცია: კარგი სამსახური, მთელი რიგი უპირატესობები.

ქცევა: ჩვეულებრივი მისალმების ნაცვლად ისინი მსგავს ტექსტს გწერენ: "პატარავ, შენი მშობლები მებაღეები არიან? არა? მაშინ ასეთი ყვავილივით გოგო საიდან მოვიდა"? მილიონობით "დაკერვის დიდოსტატი" სწავლობს ამ უაზრო ფრაზებს, რომლებიც თითქმის არავისთან ჭრის.

რა უნდა გააკეთოთ: სანამ დაემშვიდობებით, კარგად გაეხუმრეთ, იხალისებთ!








11. ვითომ გენიოსი

image

ფოტო და ინფორმაცია: ჩამოთვლილია მთელი რიგი უპირატესობები. შეიძლება ეწეროს, რომ გული გატეხილი აქვს.

ქცევა: ყველაფერს გააკეთებს, რომ სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვოს. თუ მის წერილებს არ უპასუხებთ ან შეხვედრაზე უარს ეტყვით, დაიწყებს იმაზე წუწუნს, რომ ყველა ქალი ერთნაირია და ისე იშორებთ, რომ შანსსაც კი არ აძლევთ.

რა უნდა გააკეთოთ: თქვენს პრობლემებზე იფიქრეთ და არა ვიღაც სხვისაზე. ასეთი ქცევა ნარცისებისთვისაა დამახასიათებელი. ისინი მსხვერპლად აჩვენებენ თავს და ფიქრობენ, რომ ყველას რაღაც მართებს მათი. თუ დროის დაკარგვა არ გინდათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მიმოწერა. შეგიძლიათ, ფსიქოლოგის ნახვა ურჩიოთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაგიჯეროთ.








12. მანიპულატორი

image

ფოტო და ინფორმაცია: არაფერი განსაკუთრებული.

ქცევა: შესაძლოა, პროფილი საეჭვოდ არ გამოიყურებოდეს და ეს კაციც გულწრფელი და საინტერესო ჩანდეს, მაგრამ როცა დაკავებული ხართ, უამრავ წერილს მოგწერთ და დაგადანაშაულებთ იმაში, რომ არ პასუხობთ. ასევე შესაძლებელია, მანიპულატორად გადაიქცეს: ყურადღებით მოგისმენთ, მაგრამ სინამდვილეში ეცდება, მეტი გაიგოს თქვენზე და იპოვოს სუსტი ადგილები. შემდეგ გაუჩინარდება. ეს ჭკვიანური სვლაა: ახლა თქვენ უნდა იდარდოთ მასზე და უამრავი წერილი მისწეროთ, რომ გაიგოთ, რა სჭირს.

რა უნდა გააკეთოთ: თუ შეამჩნევთ, რომ დიალოგი მონოლოგად იქცევა, ან ის ცივია და შემდეგ უცებ მოთბება, უთხარით, რომ საუბრის გაგრძელება არ გსურთ. თუ თქვენს შეურაცხყოფას ან დაშინებას დაიწყებს, უბრალოდ, დაბლოკეთ.








თუ ასეა, მაშინ ვის უნდა შეხვდეთ?

მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ-გაცნობა დღეს ძალიან პოპულარულია, რთულია, ადამიანზე ბევრი გაიგო ინტერნეტით. ხშირ შემთხვევაში, პირველი შთაბეჭდილება მცდარია.


ფსიქოლოგი მერედით გოლდენი გირჩევთ, მეტი ყურადღება იმ მამაკაცს მიაქციოთ, რომელიც შეხვედრას გთავაზობთ, საუბარს გიგრძელებთ თქვენთვის საინტერესო თემებზე, ცდილობს, მეტი გაიგოს თქვენზე და მხოლოდ საკუთარ თავზე არ საუბრობს.


ნორმალური ადამიანი საუბარს მისალმებით იწყებს და არა ხუმრობით ან მიუღებელი კომპლიმენტებით. ურთიერთობა გააგრძელეთ ადამიანთან, რომელიც არ მალავს თავის ასაკს, სამსახურს, ურთიერთობის სტატუსსა და თავის მიზნებს.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. ეს 10 რამ ახლავე უნდა წაშალოთ Facebook-დან!

image


2. რატომ არ სჭირდება დღევანდელ სამყაროს თანასწორობა - 5 რეალური მიზეზი

image


3. ეს წყვილები ამტკიცებენ, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს

image

3
501
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
501
  
2018, 29 ნოემბერი, 0:38
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
2018, 27 ნოემბერი, 15:33
❤❤❤
2018, 27 ნოემბერი, 15:10
რა კარგია :დ
0 1 3