კულტურა Forbes-მა გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკალური შემსრულებლების რეიტინგი 2018, 10 დეკემბერი, 15:52 პირველ ათეულში მოხვედრილმა მუსიკოსებმა 2018 წელს მთლიანად 886 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს. ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკალური შემსრულებლების რეიტინგი, გამოცემამ დათვალა მუსიკოსთა შემოსავალი 2017 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 1 ივნისამდე. რეიტინგს სათავეში მოექცა ირლანდიული როკ ჯგუფი U2, ჯგუფმა ამ ხნის განმავლობაში 118 მილიონი$ გამოიმუშავა, მეორე ადგილზე ბრიტანული როკ-ჯგუფი Coldplay, რომელმაც 115, 5 $ იშოვა.მესამე პოზიციაზეა ედ შირანი(110 მილიონი დოლარი) პირველ ათეულში შემდეგი მუსიკოსები მოხვდნენ: ბრუნო მარსი-100 მილიონი დოლარი, კეტი პერი-83 მილიონი;ტეილორ სვიფრი-80 მილიონი; ჯეი-ზი-76, 5 მილიონი;Guns N' Roses-71 მილიონი, ექს- პინკ-ფლოიდი, როჯერს უოტერსი-68 მილიონი და რეპერი P.Diddy-64 მილიონი. შეგახსენებთ, გასულ წელს Forbes-ის რეიტინგს P.Diddy(ნამდვილი სახელი შონ კომბსი) ედგა სათავეში. Forbes-მა გასულ თვეში 2018 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი ქალის რეიტინგიც გამოქვეყნა. 91 4-ს მოსწონს
|