სხვა თანამედროვე ჰარამხანა: სექს-მონები თუ ნებით მოხვედრილი ქალები? 2018, 30 ნოემბერი, 12:53
არავისთვის საიდუმლო არაა, რომ დღესაც ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ჰარამხანები. როგორაა დღეს იგი მოწყობილი და როგორ ხვდებიან იქ ქალები?
ქალების 40 პროცენტზე მეტი, რომლებიც ცხოვრობენ ბურკინო-ფასოში, მალიში, ნიგერიაში, სენეგალში, ტანზანიაში, ერაყში, ირანში და კიდევ ბევრ აფრიკულ-აზიურ სახელმწიფოში, იმყოფებიან პოლიგამიურ(მრავალცოლიანობა) ქორწინებაში. უნდა აღინიშნოს, რომ მდიდარი სულთნების, შეიხების და სხვა შეძლებული მამაკაცების ოჯახებში მარტო ადგილობრივი ლამაზმანები არ ცხოვრობენ, არიან ევროპიდან ჩამოყვანილი არა მარტო სტრიპტიზის მოცეკვავეები და მეძავები, არამედ ფოტომოდელები, სილამაზის კონკურსში გამარჯვებულები და მსახიობები და მომღერლებიც კი. ზოგი ჰარამხანაში თავისი ნებით მიდის, ზოგსაც იძულებით აჩერებენ. ქალების ნაწილი დებს კონტრაქტს განსაზღვრული ვადით, გამოიმუშავებს ფულს და საკმაოდ აუმჯობესებს თავის ფინანსურ მდგომარეობას, ამიტომ ბევრი პრესტიჟული მეძავი ცდილობს მოხვდეს ჰარამხანაში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იქ მოხვედრა ასე ადვილი არაა. მაშატე - ასე ჰქვიათ იმ ადამიანებს, რომლებიც ჰარამხანისთვის ქალებს არჩევენ. შერჩევა საკმაოდ მკაცრია, ჯერ მაშატეს უნდა მოეწონოს ქალი, შემდეგ მკაცრ სამედიცინო შემოწმებას გადის, უკეთებენ ეპილაციას, საშუალება ეპილაციისთვის უნდა იყოს ნატურალური, ჰქონდეს რძის და თაფლის სურნელი, შემდეგ უკვე სურნელოვანი აბაზანის მიღების შემდეგ მაშატე სარკის მეშვეობით სინჯავს ქალის გენიტალიებს, არჩევს მაქსიმალურად მოკლეს, ამის მიზეზი ისაა, რომ არაბი ქალები მინიატიურულები არიან და მამაკაცები მიჩვეულები არიან მათ ზომას. შემდეგ აბარებენ გამოცდას სექსუალურობაზე. არის კიდევ რამდენიმე პუნქტი, რომელიც იქ მოხვედრილმა ქალმა უნდა შეასრულოს:უნდა იყოს ჩუმად, რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკოს, არ ატეხოს სკანდალები და შეძლოს კონფლიქტის განმუხტვა. დღესდღეობით ყველაზე დიდი ჰარამხანა მეკობრე ბენ ბელის აქვს სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში, მალაიზიის მახლობლად. იქ დაახლოებით 900 ქალი ჰყავთ. შემდეგია ბრუნეის სულთანი, ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი მსოფლიოში, მასთან 700 ქალი იმყოფება. ბევრ მათგანთან სულთანს არ ჰქონია სექსუალური კავშირი, მათ უბრალოდ უნდა იცეკვონ ან იმღერონ სულთნისთვის. სულთანის ერთ-ერთი "ტყვე" იყო "მის ამერიკა -1992" შენონ მაკეტიკი, მას სამთვიანი კონტრაქტი ჰქონდა, სექსით უნდა მომსახურებოდა მათ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არც სულთანი და არც მისი ძმები შერონს არ გაჰკარებიან, კონტრაქტის დასრულების შემდეგ "მის ამერიკამ" 100 000$ და ბრილიანტის კოლიე მიიღო საჩუქრად. ფოტოზე: შენონ მაკეტიკი ერაყის ყოფილი პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის ჰარამხანაში სხვადასხვა ასაკის და ეროვნების 600-მდე ქალი იყო. 2000 წელს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა სირიის პრეზიდენტი ჰაფეზ ასადი. ქვეყნის ახალი ლიდერის ბრძანებით, ასადის ჰარამხანიდან გაათავისუფლეს 40 გოგონა. მათ მოთხოვეს, სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქვეყნის ტერიტორია. გერმანული გაზეთ Bild-ის ცნობით, გოგონებს შორის იყვნენ: ფრანგები, გერმანელები, შვედები და არაბები. ნიგერიელი დიქტატორის, გენერალი სანი აბაჩის ჰარამხანიდან, რომელიც "ვიაგრის" ზედოზის მიღების გამო გულის შეტევით გარდაიცვალა, გოგონები გაანთავისუფლეს ერთი პირობით: ყოველ მძევალს უნდა შეეტანა ქვეყნის ბიუჯეტში 15 000$, გოგონებს არ გაუჭირდებოდათ თანხის გადახდა, რადგან სანი აბაჩი ძალზე გულუხვი იყო. სვაზილენდის მეფეს, მსვატი III-საც პირადი ჰარმახანა აქვს 13 ცოლით. მონარქის ოჯახი წყვეტს, რომელი უნდა იყოს მათ შორის "დიდებული ცოლი", მეფეს უფლება აქვს, მხოლოდ ერთ–ერთის დაფეხძიმების შემთხვევაში შეირთოს მორიგი ცოლი. ყოველწლიურად ათიათასობოთ ნახევრადშიშველი გოგონა ცეკვავს მეფის წინ, იმ იმედით, რომ ის მონარქის მორიგი ცოლი გახდება. სხვათა შორის 2010 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა ცოლმა მეფეს იუსტიციის მინისტრთან უღალატა. 2601 8-ს მოსწონს
|