ასტროლოგია რისი ნიჭი აქვს თქვენს პატარას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ნაწილი მესამე 2012, 10 ივლისი, 23:21 ![]() რაც შეეხება თხის რქას, ეს ბავშვები ოჯახისთვის ცოცხალი, ორფეხა და ორხელა განძები არიან. თხის რქები "პატარა დიდებად" იბადებიან და სხვებზე ადრე ბრძენდებიან როგორც წესი. თქვენი შვილი ძალიან მზრუნველი და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე ადამიანი იქნება, სიჯიუტე კი, რომელსაც იგი პერიოდულად მთელი სიმძაფრით გამოამჟღავნებს, სამომავლოდ კარიერულ წინსვლაშიც შეუწყობს ხელს. თხის რქისთვის მისაღები საქმიანობა იურისპუდენცია, პოლიტიკა ან საფინანსო სფეროა. ტყუილად კი არ გამოდიან ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისგან ყველაზე მეტი ბანკირები და სახელმწიფო მოხელეები. ![]() აი რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ პატარას, მისთვის აუცილებლად მოამზადეთ კარგი ლეპტოპი, არა არა კომპიუტერული თამაშების სათამაშოდ არა! საწერად. დიახ, თევზებს როგორც წესი განვითარებული ფანტაზიის უნარი აქვთ, ამიტომ ხშირად ისე ამბობენ ლამაზ ტყულებს თავადაც სჯერათ, ჰოდა მიეცით მის ნიჭს გასაქანი. რა იცით იქნებ თქვენი შვილისგან ოდესმე ცნობილი მწერალიც დადგეს, ისეთივე როგორიც ცნობილი თევზი გაბრიელ გარსია მარკესია. 834 3-ს მოსწონს 1-ს არა
|