ფიტოთერაპია ლ ა მ ი ნ ა რ ი ა - ჩიყვის საუკეთესო მკურნალი 2018, 28 ნოემბერი, 23:38 ლ ა მ ი ნ ა რ ი ა (Laminaria) ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობის მცენარეული საშუალებებიდან ყველაზე ცნობილია ლამინარია. ლამინარია (Laminaria) ანუ ზღვის კომბოსტო დიდი ზომის, მრავალწლიანი მცენარეა და მისი ყველა სახეობა, რომელიც ერთიანდება ლამინარიასებრნთა ოჯახში, ზღვის წყალმცენარეებს განეკუთვნება. ლამინარიის სხეული - თ ა ლ უ ს ი მოიცავს ფ ი ლ ო ი დ ე ბს, ფირფიტისებურ ფოთლებს, ღეროსა და ფესვებს - რ ი ზ ო ი დ ე ბ ს. თ ა ლ უ ს ი (სხეული) ფ ი ლ ო ი დ ე ბ ი (ფოთლები)
ლამინარიის ფოთოლი - ფილოიდი თათივით დანაკვთულია; არის ერთიდან 10 მეტრამდე სიგრძის; ქვედა ნაწილში უერთდება 1 მ სიგრძისა 1-2 სმ სისქის ყუნწს.ზამთრის ბოლოს ლამინარიას ფილოიდები (ფოთლები) ცვივა, მაგრამ ფირფიტასა და ღეროს შორის ინტერრკალურად ამოიზრდება ახალი ფოთოლი. ფოთლის ფირფიტის ქსოვილი შედგება მსხვილი უჯრედებისაგან, ქერქისა და წვრილუჯრედოვანი ქრომატოფორიისაგან. შიდაწყება უჯრედების პარალელურად, გვხვდება საცრიანი მილები, პლასტური ნივთიერების გამტარიდა ამავდროულად მექანიკური ფუნქციის მქონე უჯრედები. რ ი ზ ო ი დ ე ბ ი (ფესვები) ლამინარიას ქვიან ღორღზე უვითარდება დატოტვილი რიზოიდები, ფესვები. გამრავლების პერიოდში ლამინარიას ახასიათებს თაობათა მორიგეობითი ცვლა."ფოთლის", ფილოიდის ზედაპირზე უვითარდება ერთბუდიანი ზოოსპორანგიუმის მრავალრიცხოვანი ჯგუფი, მდედრობითი და მამრობითი მცირე, ძაფისნაირი, დატოტვილი წინაზრდილები.მდედრობითი წინაზრდილისაგან წარმოიშობა ოოგონიუმი თითო კვერცხუჯრედით, ხოლო მამრობითისაგან - ანთერიდიუმი, ორშოლტიანი სპერმატოზოიდით. მათი შეერთებით წარმოიქმნება ზიგოტა. ლამინარია წარმოადგენს უსქესო თაობას - სპოროფიტს, ხოლო მდედრობითი და მამრობითი წინაზრდილები - გამეტოფიტს, სქესიან თაობას. ლამინარიის სახეობები ხარობს ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ზღვებში, მატერიკებისა და კუნძულების სანაპირო ზოლში. ნედლეული - ლამინარიის სხეულს, თალუსს სამკურნალო დანიშნულებისათვის ამზადებენ ივნის-ოქტომბერში. მცენარეს აცლიან ყუნწს და მზეზე აშრობენ. მშრალი თალუსი, პიგმენტ ფუკონქსანტინის შემცველობითი რაოდენობის შესაბამისად, სხვადასხვა შეფერილობისაა. მისი ზედაპირი დაფარულია გამოკრისტალებული მარილებით; გემოს მიხედვით მარილიანია; სუნი სპეციფიკური აქვს. ჩ ი ყ ვ ი ს სამკურნალოდ განკუთვნილი ლამინარიის თალუსი უნდა იყოს ორწლიანი და უნდა შეიცავდეს არანაკლებ 0.1 % იოდს.
ქიმიური შემადგენლობა - ლამინარია შედგება პოლისაქარიდებისაგან, ძირითადად კი ალგინის მჟავას მარილებისაგან, 20 % მანიტისაგან.ის მოიცავს 4 % L-ფრუქტოზას, 9 % ცილოვან ნივთიერებებს, 5-6 % უჯრედისს, კაროტინოიდებს, B1, B2, C, D ვიტამინებს, Mn, Ag, Co, B, Cu, Br (0.02-0.09 %) მიკროელემენტებს და რაც მთავარია, 2.7-3 % იოდს (აქედან 40-90 % იოდიდები, დანარჩენი - დიიოდთიროზინი და სხვები).
მედიცინაში გამოყენება - ლამინარიას იაპონიასა და ჩინეთში ძველი დროიდანვე იყენებდნენ საკვებ და სამკურნალო საშუალებად. უფრო მეტიც, ცნობილია მე-13 საუკუნით დათარიღებული ჩინეთის იმპერატორის ბრძანება, რომელიც მოსახლეობას ავალდებულებდა, მიეღო ლამინარია ყოველდღიურად დიეტურ საკვებად, თურქმენეთში კი ზღვის კომბოსტოთი თირეოტოქსიკოზს მკურნალობდნენ. ლამინარიის ფხვნილს თანამედროვე მედიცინაში იყენებენ ჩ ი ყ ვ ი ს, ასევე, ათეროსკლეროზის, კოლიტისა და ყაბზობის სამკურნალოდ. წყარო:ერისთავი ლ., ფარმაკოგნოზია (სამკურნალო მცენარეები), "საქართველოს მაცნე", თბილისი, 2005 234 3-ს მოსწონს
|