ფიტოთერაპია სამკურნალო მცენარეები: ამურის ხავერდი - ე.წ. "საცობის ხე" და ჟენ-შენი - ე.წ. "სიცოცხლის ფესვები" 2019, 21 იანვარი, 0:39
1.ხავერდის ხე, ამურის ხავერდი ხავერდის ხე, იგივე ფელოდენდრონი (Phellodendron) ტეგანისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარს, კერძოდ ფარულთესლოვნებს ეკუთვნის. მისი 10-მდე სახეობა გვხვდება აღმოსავლეთ აზიის ბარის ტყეებში.ხავერდის ხის მსხვილი ღეროები დაფარულია კორპის სქელი ფენით. ამურის ხავერდი (phellodendron amurense), ამურის ხავერდის ხე მოვერცხლისფრო ფერის ორსახლიანი ხემცენარეა, რომელიც ხარობს ზღვისპირეთში და მუქი ფერის ტყის კორომში თავისი ნათელი ფერით გამოირჩევა. ეს მცენარე შემოდგომაზე გასაოცრად ლამაზია თავისი შავი ფერის კენკრის მტევნებითა და ოქროსფერი ფოთლებით. ამურის ხავერდი იმდენად შესამჩნევია სხვა მცენარეთა შორის, რომ თუნდაც სიბნელეში, ღამეშიც მარტივად მიაკვლევთ მის რბილ ზედაპირზე ხელის შევლებით.მცენარეს "ამურის ხავერდი" ან უბრალოდ "ხავერდის ხე" ეწოდა სწორედ მისი სიხასხასისა და ფოთლების განსაკუთრებული სირბილის, ხოლო "ამურის ხე" გეოგრაფიული მდებარეობის გამო. ამურის ხავერდს "საცობის ხედაც" მოიხსენიებენ, რადგან იგი ერთ-ერთია იმ ორ მცენარეთაგან, რომელიც საცობს იძლევა (მხოლოდ ამურის ხავერდისა და კორპის მუხისაგან მიიღება საცობი). მისი ღეროები სხვა მცენარეთაგან გამოირჩევა საცობის შრის წარმოქმნის ფუნქციით. ამურის ხეს საცობს ფრთხილად, მცენარის დაუზიანებლად აცლიან. ამურის ხავერდის გამძლე, ყავისფერი მერქნის შემადგენლობაში შედის ლპობის საწინააღმდეგო ნივთიერება, რომელიც მას იცავს სოკოსაგან.მერქანს იყენებენ ფირფიცრის, სხვადასხვა ავეჯის დასამზადებლად. ამურის ხავერდი, როგორც საცობის ხე, დღემდე შემორჩენილი ცოცხალი ნიმუშია იმ მცენარეებისა, რომლებიც უშორეს წარსულში, მილიონი წლის წინათ ფართოდ იყო გავრცელებული, საცობის ხის სახეობების სახით, მთელ აღმოსავლეთ აზიაში, ციმბირსა და ევროპაში.გამყინვარების შემდგომ საცობის ხის სახეობებიდან მხოლოდ ზოგიერთი შემორჩა იაპონიაში, სახალინზე, კორეაში, შორეულ აღმოსავლეთში, ამურის ხეობასა და ცენტრალურ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში.აქედან შეტანილია არაერთ ქვეყანაში. საქართველოში, მის ტენიან რაიონებში (ბაკურიანისა და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღები, აჭარა) ხარობს ხავერდის ხის, ფელოდენდრონის ერთადერთი სახეობა - ამურის ხავერდის ხე, იგივე ამურის კორპის ხე. ამურის კორპის ხე 25-28 მეტრი სიმაღლისაა, 90-120 სმ ღეროს დიამეტრით და ფართოდაა გავრცელებული რუსეთში, ამურის ხეობაში, მანჯურიაში, შორეულ აღმოსავლეთში, კორეაში, იაპონიაში, ჩინეთში, პრიმორიეში, ტაივანში.იგი იზრდება უმეტესწილად მთის ფერდობებზე, ზღვის დონიდან 500-700 მ სიმაღლის დაშორებით. სამკურნალო თვისებები: ზღვისპირა ქალაქების მცხოვრებნი ამურის ხავერდის ქერქს უძველესი დროიდანვე იყენებდნენ ანტიბაქტერიულ, ანტისეპტიკურ და ანტივირუსულ საშუალებად კანის დაავადებების: დერმატომიკოზის, სოკოსა და ჰერპესის წინააღმდეგ. დღეისათვის მედიცინა მომხმარებელს სთავაზობს ორი ძლიერი ანტისეპტიკის კომბინაციას, ამურის ხავერდისა და ზვიგენის ქონისაგან მიღებულ პროდუქტს, კრემ-ბალზამს ოფლიანობისა და ფეხის სოკოს სამკურნალოდ. კრემ-ბალზამის შემადგენლობაში მცირე დოზით, ასევე, შედის ჩაის, ლავანდისა და ღვიის ეთერზეთები, რადგან მიჩნეულია, რომ ეს მცენარეებიც ფლობენ ბაქტერიოციდულ და ანტიანთებით თვისებებს, მათ შეუძლიათ ზვიგენის ქონისა და ამურის ხავერდის ეფექტის გაძლიერება. ამურის ხავერდისა და ზვიგენის ქონის კრემ-ბალზამის ანტისეპტიკურ თვისებებს თანამედროვე მედიცინა უკავშირებს ტერფის ნიკოზთან, ფეხზე საშუალო ზომის ნახეთქებთან, ფეხის უსიამოვნო სუნთან, ოფლიანობასთან, სოკოვანი ინფექციის საფრთხესთან წარმატებით ბრძოლას, კანის დაცვითი უნარის ამაღლებას. უფრო ზუსტად იგი გამოიყენება შემდგომი ფუნქციებით: 1.ტერფის ნიკოზი; 2.საშუალო ზომის ნახეთქები ფეხზე; 3.ფეხის არასასიამოვნო სუნი, ფეხის მომატებული ოფლიანობა; ფეხის სოკოვანი ინფექცია; 4.ოფლიანობა; 5.საოფლე ჯირკვლების ფუნქციის რეგულირება; 6.ანტივირუსული მოქმედება; 7.ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ბაქტერიოციდული მოქმედება; 2.ჟენ-შენი ჟენ-შენი (Panax ginseng, ჩინურად "სიცოცხლის ფესვი", "ადამიანი -ფესვი") არალასებრთა ოჯახის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რელიქტური, იშვიათად გავრცელებული, რომლის სამკურნალო თვისებებზე დღემდე უამრავი ლეგენდა და თქმულება დადის.ლეგენდის თანახმად, იგი ხელს უწყობს გაახალგაზრდავებას, რის გამოც ხალხი მას "სიცოცხლის ფესვებადაც" კი მოიხსენიებს. ჟენ-შენის მოყვითალო ან მოთეთრო-ნაცრისფერი, მცირედ დატოტვილი ფესვი ადამიანის სხეულს წააგავს. იგი იზრდება 50 სმ სიმაღლემდე და ნაყოფს ისხამს წითელი კენკრის სახით. შორეულ წარსულში ჟენ-შენის გავრცელების ადგილი მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. მისი ფესვები ძვირად ფასობს და ამიტომაც ჟენ-შენის რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ჟენ-შენით, როგორც მეტად ძვირფასი სამკურნალო ნედლეულით, მსოფლიო მედიცინას ამარაგებს შორეული აღმოსავლეთი, რომლის ნაკრძალ ტყეებში საგანგებოდ მოამრავლეს იგი, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე ჟენ-შენი დაცულია მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალში. სამკურნალო თვისებები:
სამკურნალო დანიშნულებით გამოიყენება ჟენ-შენის ფესვები. ჟენ-შენის ფესვი 400 გრამამდე იწონის და მისგან დამზადებულ პრეპარატს (ტაბლეტს ანუ აბს, ფხვნილს ან სპირტიან ნაყენს) მედიცინაში იყენებენ ძირითადად ტონუსის მომცემ და მასტიმულირებელ საშუალებად. ჟენ-შენის ფესვის შემადგენლობაში შედის: ალკალოიდები; ლერწმის შაქარი; ორგანული მჟავები;ფისები;სახამებელი; მთრიმლავი ნივთიერებები;პექტინის ნივთიერებები;ვიტამინები;ფიტოსტერინები და მიკროელემენტები. მიჩნეულია, რომ ჟენ-შენი დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის ყველა სისტემის მუშაობაზე.მას მიმართავენ სხვადასხვა დაავადებისას: =გონებრივი და ფიზიკური გადაღლა; =დაქვეითებული იმუნიტეტი -იმუნოდეფიციტი; =უმადობა; =ნევროზი, სტრესი; =ფილტვების დაავადებები; =დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტონია); =ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;ანემია; =კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები; =ბრონქიტი; =ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში; =სქესობრივი დისფუნქცია მამაკაცებში; =ენდოკრინოლოგიური დარღვევები; =ჟენ-შენი ხელს უწყობს ადამიანის სასიცოცხლო ენერგიის გაძლიერებას, ორგანიზმის დამცავი ძალების, იმუნიტეტის ამაღლებას, გულის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას; =ჟენ-შენის შემადგენლობაში არსებული ბიოლოგიური ნივთიერებები გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად; =იგი ბუნებრივი ადაპტოგენია, რომელიც ზრდის ამტანობის, კოორდინაციის, ყურადღების კონცენტრირების უნარს, რეაქციის სიჩქარეს, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას. GINOGEN -ჟენ-შენის შემცველი კორეული პრეპარატი ჟენ-შენი+ფუტკრის რძე - ამერიკული პრეპარატი, ჟენ-შენის კაფსულები ჟენ-შენი, მედიცინის პარალელურად, გამოიყენება კოსმეტოლოგიასა და არომათერაპიაშიც (სურნელებით, არომატით მკურნალობა). 125 2-ს მოსწონს
|