„დღეს, როდესაც ქალბატონ სალომეს პირადად შევხვდი და მან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე, აფხაზეთზე, დაიწყო საუბარი, მინდოდა მისთვის გამეზიარებინა ყველა ის გამოცდილება, წუხილი, დარდი, სევდა და იმედი, რაც აფხაზეთთან მაკავშირებს. ეს, ასევე, გამოიწვია, პირველმა ქართულმა სიმღერამ აფხაზეთზე, „ფრთამოტეხილი მაფშალია“, რაც ჩავწერეთ. მიხარია, რომ ქალბატონ სალომეს ასეთი დამოკიდებულება აქვს აფხაზეთის თემაზე და ასე მოეწონა სიმღერა აფხაზეთზე. მისი დამოკიდებულება და იმედები, რაც აფხაზეთში მყოფ ხალხზე და აფხაზეთზე არის, მე ვფიქრობ, უნდა გსიამოვნებდეს ადამიანს და თუ შეგიძლია ხელი უნდა შეუწყო მას. ჩემი აქ ყოფნით, მცირედი არის ის, რაც შემიძლია იმ ტერიტორიისთვის, საიდანაც მოვდივარ, რასთანაც დიდი სიყვარული მაკავშირებს, სადაც ბებია და ბაბუა ცხოვრობენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ სიყვარულით და მშვიდობიანი თანადგომით ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. ძალა ერთობაში და სიყვარულშია“, - განაცხადა ნათია თოდუამ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია ენგურზე დაასრულა. კანდიდატი ენგურზე შვილებთან ერთად მივიდა და აღნიშნა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის ენგურზე დასრულება სიმბოლურია.
„ჩემი საარჩევნო კამპანია სრულდება აქ, ენგურზე. იქ, სადაც საოკუპაციო ხაზია და ამ ხაზის იქით, მოშორებით ჩვენი საზღვარი ფსოუზე, რაც ჩვენი სახელმწიფოს საზღვარია და ყოველთვის იქნება.
ეს არის ადგილი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, ერთი მხრივ საოკუპაციო ხაზია, მეორეს მხრივ ენგურჰესი, რომელიც ერთ-ერთი მაგალითია იმისი, რომ შეგვიძლია ერთად მუშაობა და არის ბევრი სხვა რამ, ჩვენი წარსული და ჩვენი მომავალი. ეს არის ჩემი კამპანიის დასრულება ამ იმედიანი სიტყვებით, ჩვენი მომავალიც აქაა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
![ნათია თოდუამ ენგურის ხიდზე
მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს
გამოუცხადა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201811/2018112618224082004.jpg)