x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ინგლისელმა ქალმა მხოლოდ მესამედ გათხოვების შემდეგ დაკარგა ქალწულობა 50 წლის ასაკში
image

ცხოვრებაში რა არ ხდება, თუმცა ბრიტანელი მარია-ლუიზა ვორნის ისტორია დაუჯერებლად მოგეჩვენებათ.


მარია ლუიზა 18 წლის ასაკში გათხოვდა, გოგონას სურდა დამოუკიდებლად ცხოვრება და რაც შეიძლება სწრაფად მოშორებოდა მშობლიურ სახლს, თუმცა ქმრად აირჩია მასზე საკმაოდ უფროსი მამაკაცი. ცოლ-ქმარს პირველი ღამე არ ჰქონია და არც ამის შემდეგ შეუწუხებია თავი მის მეუღლეს.


მისი ქმარი ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო, მას სწამდა, რომ ინტიმური კავშირი მხოლოდ ბავშვის გაჩენის მიზნით უნდა დამყარებულიყო და რადგან წყვილი არ აპირებდა შვილების ყოლას, ასე იცხოვრა მარია ლუიზამ ქმართან 5 წელიწადი.


image

5 წლის შემდეგ მარიამ გაიცნო ცოლ-შვილიანი მამაკაცი. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი, მალევე მამაკაცმა მიატოვა ოჯახი და მარიასთან გადავიდა საცხოვრებლად, ინტიმური ცხოვრება არც მეორე ქმართან აეწყო, ქმარმა მარიას განუცხადა, რომ არ აინტერესებდა სექსი, მისი მთავარი ინტერესი მყუდრო, სუფთა სახლში ცხოვრება და ცოლის მიერ გემრიელად მომზადებული კერძები გახლდათ.


შეიძლება სხვა ქალს ქმრისთვის პანღური ამოერტყა და სახლიდან გაეგდო, მაგრამ მარიამ ასე იცხოვრა პასიურ ქმართან 13 წელიწადი.

image

image

2008 წელს მარია ქმარათან ერთად საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. იქვე იყიდეს სახლი, თუმცა ერთხელ ცოლ-ქმარმა მაგრად იჩხუბა და ქმარი სახლიდან წავიდა.


დარჩა მარია მარტო. 50 წლის ასაკში ქალმა გაიცნო მამაკაცი, ცოტა ხანში მასთან დაწოლა გადაწყვიტა, რის შემდეგაც დაკარგა ქალწულობა, მამაკაცი შოკირებული იყო, თუმცა გაგებით მოეკიდა ქალის მდგომარეობას და ბევრი რამ ასწავლა მას.

image

ამჟამად მარია-ლუიზა 62 წლისაა, მას ჰყავს საყვარელი, სახელად პატრიკი, ის დღეს ბედნიერია და ცხოვრებით ტკბება, თუმცა ასაკის გამო მარია-ლუიზამ შვილის გაჩენა ვეღარ შეძლო, სამაგიეროდ, დაგვიანებით, მაგრამ თავს სრულფასოვან ქალად შეიგრძნობს.

image

image

2
302
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
302
  
2018, 25 ნოემბერი, 10:17
)))))))
2018, 25 ნოემბერი, 9:34
დედაიაააა , გავოცდი....სად მოძებნა ამ საცოდავმა ასე მიყოლებით დეგენერატი კაცები....ნორმალურები მგონი არცერთი არ არიან - არც ქალი და კაცები ხო საერთოოოდ...მეოცე საუკუნეში ასეთი რამე?
0 1 2