სხვა დათა თუთაშხიას იგივე გუძა შელიას გამონათვამები 2018, 16 ნოემბერი, 15:41 ![]() 2არიან ქალები, რომელთა სილამაზე და მომხიბვლელობა ურთიერთობაში იჩენს ხოლმე თავს და არა დანახვისთანავე. 3.ადამიანის ცხოვრება მის მეტნაკლებ მნიშვნელოვან საქციელთ ჯამია. 4.ისეთი ჯამაგირი არ არსებობს კაცს რომ ეყოს, კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს. რაც მეტს მოგცემენ მით მეტი მოგინდება. ჯამაგირიკი არ არის დიდი და პატარა, - მადაა დიდი და პატარა. 5.სიმდიდრესა და ფუფუნებას მოაქვს ყველაფერი გარყვნილება და უზნეობა.მეტს მისცემ, კიდევ მეტი მოუნდება და რომ აღარ ექნება მაშინ გაუბედურდება- პარვას და შურიანობას მოჰკიდებს ხელს. 6. ქონება შენით ნაშოვნი უნდა, ნაჩუქარი უყაითოა, არ გაგიჩერდება კაცს. 7.გარკვეულ სიტუაციაში ადამიანები კარგად მჟღავნდებიან და ეს ზოგადი ხასიათის შესახებ დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს. 8.სულელი ქალი ადვილად დასაყოლიებელია, მამაკაცები ამ სისუსტეს ალღოთი გრძნობენ და ამიტომ მათ უფრო ეტანებიან, ვიდრე საშუალო გარეგნობის, მაგრამ გონიერ ქალს. 9.ყველა სარწმუნოებაში და ჩვენს სახარებაშიც, მარტო ის მწამს და მომწონს ასეთი და ასეთი უნდა იყოს ადამიანიო რომ წერია. დანარჩენი მე თუ მკითხავს ვინმე, არ ვარგა იქ. საკვირველი ის არის სწორედ, იმ უვარგისი დანარჩენისათვის რომ შედიან მონასტერში ბერად. ისე კაი საქმის საკეთებლად ერისკაცობა ჯობს, ნამდვილია ეს. 10.კაცი შიშსა და მოკრძალებას რომ დაკარგავს მაშინ გაუბედურდება სწორედ. 701 3-ს მოსწონს
|