x
image
lady.ge
რისი ნიჭი აქვს თქვენს პატარას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ნაწილი მეორე
imageესეც დაპირებული მეორე ნაწილი და ამჯერად პატარა ლომებზე, ქალწულებზე, სასწორებზე და მორიელებზე ვისაუბრებთ.


მათ ვისაც მხიარული, ანცი და საშინლად ხმაურიანი ბოკვერების დედობა გერგოთ წილად, მინდა გითხრათ რომ გაგიმართლათ, თქვენი შვილით აუცილებლად იამაყებთ მომავალში. პატარა ლომები დაბადებიდან აქტიურები, ენერგიულები და ძალზე არტისტულები არიან, დიდობაში კი სწორედ ამ ნიჭის წყალობით უყვართ თავის გამოჩენა. აქედან გამომდინარე მათთვის შოუ-ბიზნესის ან სახელოვნებო სფეროები ზეგდამოჭრილია. ცუდი არ იქნება თუ პატარა ასაკიდან ატარებთ რომელიმე შემოქმედებით სტუდიაში სადაც მისი ენერგია ცეკვა-სიმღერაში დაიხარჯება და სახლში თავის ტკივილის მიზეზიც ეფექტურად მოგეხსნებათ.


თუმცა თუ თქვენი შვილი ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა, მას ლომისგან რადიკალურად განსხვავებული მიდგომა დასჭირდება. ქალწულები ბუნებით მორცხვები და თვითკრიტიკულები არიან, თუმცა გარეგნული მონაცმებით ეს ბავშვები ვიტრინის თოჯინებს გვანან, რეალურად მათ საკუთარი თავის რწმენის გაძლიერება სჭირდებათ მუდამ თქვენგან შექებით და წახალისებით. სამომავლო პროფესიად კი აუცილებლად ისეთ სფეროს აირჩევს სადაც დეტალების მიმართ ყურადღებიანობა და სიზუსტეა აუცილებელი. მოკლედ თქვენი შვილი მომავალი ბანკირი, დიზაინერი ან სულაც ფარმაცევტი შეიძლება გამოვიდეს.



თუკი სასწორის დედა ბრძანდებით, აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტი რომ თქვენს პატარას ჩვილობის ასაკიდან უნდა გამოუმუშავოთ არჩევანის გაკეთების უნარი. სასწორი უზომოდ მერყევი ნიშანია, ამიტომ მისთვის პროფესიის არჩევის დროსაც რთული იქნება გადაწყვეტილების მარტო მიღება. წაეხმარეთ მას უკვე ბავშვობიდან. სასწორის მმართველი პლანეტა ვენერა ამ ბავშვებს დიპლომატიის უნარით და სახელოვნებო ნიჭით აჯილდოვებს, ამიტომ თქვენი შვილის სამომავლო პროფესიაც ამ ჭრილში უნდა აირჩიოთ.


image

რაც შეეხება მორიელს, ამ მხრივ რაიმე კონკრეტული რჩევის მოცემა ალბათ გამიჭირდება. მორიელებს შორის აფსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული ინდივიდები გვხვდებიან. შესაბამისად აჯობებს თქვენს პატარა სკორპიონს არჩევანის გაკეთების უფლება თავად მისცეთ. მორიელი რადიკალური ნიშანია, ამიტომ რა საქმესაც არ უნდა მოკიდოს ხელი თქვენმა შვილმა ამ სფეროში იგი მაქსიმალურად დაიხარჯება. თუმცა მეტ-ნაკლებად შესაფერისი მორიელებისთვის საგამოძიებო საქმე, მუსიკა და სპორტული სარბიელია.

3
1132
7-ს მოსწონს
5-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
1132
  
2013, 25 იანვარი, 1:32
სასწორიც აგერ ვარ იურისტი:))
2012, 15 ივლისი, 1:56
ქალწულზე მართალი ყოფილა :)) IT გამოვედი და დეტალებისადმი ყურადღებიანობა ნამდვლად მახასიათებს :D
0 1 3