x
image
თამილა გურაშვილი
დედამიწა ბნელი მატერიის ქარიშხლის ცენტრში იმყოფება
image
ასტრონომების გაანგარიშებით, მზის სისტემა უზარმაზარი ქარიშხლის ბნელი მატერიის შუაში იმყოფება, რომლის სიჩქარე აღწევს 500 კილომეტრს.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ შეუძლებელია დედამიწიდან ბნელი მატერიის დანახვა ან შეგრძნება.

Gaia-ს ტელესკოპის მონაცემებით, ასტრონომებმა აღმოაჩინეს ვარსკვლავური ნაკადი S1, რომელიც დიდი ჯუჯის სპოროიდული გალაქტიკადან გამოვიდა, ეს ნაკადი რამდენიმე წლის წინათ ირმის ნახტომმა შეიწოვა. რამოდენიმე ასეთი ნაკადი ირმის ნახტომში აღმოჩნდა, მაგრამ S1 უჩვეულოა, რადგან ის მოძრაობს მთელი გალაქტიკური როტაციის მიმართულებით. ივარაუდება, რომ ბნელი მატერია ამ გალაქტიკაში დარჩენილ ნაკადთან ერთად მოძრაობს.

ესპანეთში სარაგოსას უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა შეისწავლეს S1 ნაკადის ბნელ მატერიაზე ექტის შესახებ გალაქტიკის ჩვენ ნაწილზე. ისინი იკვლევდნენ S1 ნაკადის სიმკვრივისა და განაწილების სხვადასხვა მოდელს და შემდეგ გათვალეს, თუ როგორი იქნება ამ მოდელების ზემოქმედების კვალი ბნელ მატერიაზე.


აღმოჩნდა, რომ არსებული დეტექტორების დახმარებით ჯერ შეუძლბელია ნელი მატერიის აღმოჩენა, მაგრამ თუ მომავალი ტექნოლოგიები უფრო მოწინავე და განვითარებული გახდება, ეს აღმოჩენა რეალობად იქცევა.


0
234
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0