x
image
თამილა გურაშვილი
რატომ აღარ დაფრინავენ მთვარეზე
image
ბოლო ექსპედიცია მთვარეზე 1972 წელს შედგა. სანამ განხილული იქნება ის მიზეზები, რომლის გამოც ორმოც წელზე მეტი არავინ გაფრენილა მთვარეზე, იქამდე უნდა აღინიშნოს, თუ რატომ განხორციელდა ეს ექსპედიციები.

მთვარეზე ხალხის გაგზავნის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ შეერთებულ შტატებს სსრკ-ს წინაშე საკუთარი ძალის უპირატესობა დაემტკიცებინა. მთვარის ექსპედიციის დაწყებისას საბჭოთა კავშირი სივრცეში ლიდერი იყო, მათ უფრო მძლავრი რაკეტებით შეძლეს მგზავრების ორბიტაზე გადაყვანა, მაგალითად, ძაღლი ლაიკა და იური გაგარინი.

აშშ-ს აუცილებლად უნდა გაეცა ღირსეული პასუხი საბჭოთა კავშირისთვის. ამიტომ, 1961 წელს პრეზიდენტმა კენედმა გასცა ბრძანება, მთვარის ექსპედიციის ორგანიზებაზე. ბუნებრივია, ის არ იყო პირველი, რომელმაც მთვარეზე ფრენის იდეა გამოთქვა. იდეები და გეგმები ამის შესახებ წლების წინაც ვრცელდებოდა. აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებულება მხოლოდ ფინალური ნოტა იყო იმდროინდელი მისიის "აპოლონ-11"-ის დასაწყებად.image

მოგვიანებით, მთვარეზე განხორციელდა 6 მისია. ამ დროისთვის დაგეგმილი იყო კიდევ 3 მისია, მაგრამ ისინი გააუქმეს. ეს მოხდა იმის გამო, რომ შეერთებული შტატების მაშინდელ პრეზიდენტს, რიჩარდ ნიქსონს განსხვავებული ხედვა ქონდა კოსმოსურ პროგრამებზე. მას არ უნდოდა, რომ კოსმოსური სივრცე დაეპყრო და კოსმოსი რაღაც ჩვეულებრივი გამხდარიყო. სწორედ ამ მიზეზით, მას სურდა, რომ ყველა კოსმოსური პროგრამა გაუქმებულიყო, გარდა დედამიწის ორბიტის კვლევებისა.


ამდენად, ნიქსონმა 'აპოლონ 11"-ის პროგრამის დაფინანსება შეაჩერა სივრცეში კოსმოსური სადგურების პროგრამების სასარგებლოდ. საერთაშორისო კოსმოსური სადგური (ISS) გამოჩნდა 1998 წლის ბოლოს. Shuttles განკუთვნილია მხოლოდ დაბალი ფრენებისთვის დედამიწის ორბიტაზეimage


აქედან გამომდინარე, ძირითადი მიზეზი, რის გამოც არავინ დაფრინავს მთვარეზე, ისაა, რისთვისაც ადამიანები თავის დროს მთვარეზე აღმოჩნდნენ. ამ მიზეზის სახელია პოლიტიკა. ამ დროისთვის მსოფლიო სივრცის კოსმოსურ ხელმძღვანელებს არ აქვთ სახელმწიფოთა მოთხოვნის აუცილებლობა, რომ ფული ჩადონ და მორიგი გაფრენა დაგეგმონ მთვარეზე.

ნებისმიერი სახელმწიფო თავისი არსით არის ერთი დიდი ბიზნესი. ბიზნესში კი არ ღირს ინვესტიციისთვის დიდი ფულადი სახსრებისა და ადამიანური რესურსების ჩადება მოგების გარეშე. მთვარეზე ადამიანის გაფრენა მომავალში მოხდება რომელიღაც სახელმწიფოს მიერ თავისი პოლიტიკური პოზიციების გამყარების მიზნით, კოსმოსური ინდუსტრიის დაპყრობით. დღეისთვის ამისკენ აქტიურად ისწრაფვის ჩინეთი.
.






0
439
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0