x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
აქციაზე გოგა ხაინდრავამ "რუსთავი 2"-ის აპარატურა დააზიანა
image


რუსთაველის გამზირზე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის აკრძალვის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა. რუსთაველის თეატრში შვიდი ნოემბრის მოვლენების გასაშუქებლად მისული „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები თავდასხმის ობიექტები გახდნენ რეჟისორ გოგა ხაინდრავას მხრიდან.


ხაინდრავამ სამაუწყებლო აპარატურა დააზიანა და ანა წერეთელს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა. უფრო კონკრეტულად, კითხვის დასმის შემდეგ ხაინდრავამ ტელეკომპანიის მიკროფონს ლოგო მოჰგლიჯა და გადააგდო. ჟურნალისტი მაინც აგრძელებდა კითხვების დასმას, რის შემდეგაც ხაინდრავამ საპატრულო პოლიციელს მიმართა.


სამართალდამცველებს არც სხვისი კერძო საკუთრების დაზიანებაზე და არც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაზე რეაგირება არ მოუხდენიათ.


.

არჩევნებზე მივხვდი, რომ საქართველოს სტოკჰოლმის სინდრომი შეეყარა - ეს არის მდგომარეობა, როდესაც მსხვერპლს ტრფობა აქვს საკუთარი მოძალადისადმი, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მოძრაობის „არა ნაციზმს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე „გვახსოვს 7 ნოემბერი“ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ კიდევ ერთხელ მოატყუოს ხალხი, თუმცა საზოგადოება იმდენად გაიზარდა, რომ ამას არ დაუშვებს.
.
„ეს იყო კაცთმოძულეობა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩადიოდა. ჩვენ უნდა დავივიწყოთ თურმე ეს 9 წელი და არ უნდა ვილაპარაკოთ, თუმცა რა ვუყოთ სულიერად დასახიჩრებულ და გაუბედურებულ ოჯახებს? 300 000 პრობაციონერი იყო საქართველოში. იმ ბავშვებს რა ვუყოთ, რომელთა მამებიც ფსიქოლოგიურად და ფსიქიკურად გატეხეს ციხეებში?! დავივიწყოთ ყველაფერი, რასაც სჩადიოდნენ? შეგიძლიათ რომელიმე ქვეყანა ან ხელისუფლება დამისახელოთ, რომელიც საკუთარ ქვეყანას ისეთ რამეს დამართავს, რაც ამათ დაგვმართეს? არის ასეთი მცნება - სტოკჰოლმის სინდრომი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მსხვერპლს ტრფობა აქვს საკუთარი მოძალადისადმი. მე მეგონა, რომ ეს არის ფსიქოლოგიური მოვლენა, არჩევნებზე კი მივხვდი, რომ ეს არის ვირუსი, რომელიც ამ ქვეყანას შეეყარა. 600 000-მა მსხვერპლმა მოძალადეს მისცა ხმა, მოძალადეს ტრფობა გამოუცხადა, რაც ყოვლად დაუშვებელია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არ გვაქვს გააზრებული, სად ვიყავით და სად ვართ“, - განაცხადა ხაინდრავამ.
.
მისივე თქმით, საქართველოში მის მიერ ნათქვამი ვირუსი მოდის იმ შხამ-კომბინატებიდან (ტელევიზიები), რომელიც საქართველოშია გახსნილია.
.
„ეს შხამ-კომბინატები ძალიან სერიოზულად ფინანსდება, რადგან ჩვენ დავუშვით მათი არსებობა. იქიდან ყოველდღიურად მოედინება ძალადობა, გარყვნილება, ცილისწამება, სიცრუე და ეს ყველაფერი სიტყვის თავისუფლებით არის შეზღუდული და ამას ტელევიზიები ჰქვია (ბუნებრივია, ყველა არა). დილით ვიღვიძებთ უბედურებით, მთელი დღე ვიკვებებით უბედურებით და ძილის წინ დიდ „პორციას“ უბედურებას, სიცრუეს, ძალადობას და გარყვნილებას ვღებულობთ. ამ შხამ-კომბინატებმა მიიყვანეს საქმე იქამდე, რომ 600 000 ადამიანი მივიდა და მოძალადეებს მისცა ხმა. ამ ფარჩაკებმა რა უნდა გვითხრან?“, - აღნიშნა ხაინდრავამ.
.
რუსთაველის თეატრში შეკრებილმა საზოგადოებამ, საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა. ღონისძიება „მე ვიცავ თავისუფლებას“ დაგეგმილი იყო რუსთაველის თეატრში, თუმცა ღონისძიების წამყვანის პოეტ დავით მაღრაძის თქმით, გაცილებით მეტია ღონისძიებაზე დამსწრე მსურველთა რაოდენობა, შესაბამისად, ისინი გადაინაცვლებენ ქუჩაში, რათა ყველას მიეცეს საკუთარი აზრის და პოზიციის გამოხატვის საშუალება. რუსთაველის თეატრის ფასადზე დამონტაჟებულია დიდი მონიტორი, ასევე სცენა, რის საშუალებითაც ღონისძიების ორგანიზატორები შეკრებილ საზოგადოებას მიზანსა და სამომავლო გეგმებზე აწვდიან ინფორმაციას.

.

შეგახსენებთ, რომ დღეს საზოგადოების ნაწილი „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდისა და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გასაპროტესტებლად შეიკრიბა.

0
260
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0