პროფილაქტიკა 60 დღის განმავლობაში 1 კოვზი ამ საშუალების დალევა 8 დაავადებას მოგაშორებთ, ასევე შაქრის დონეს დაარეგულირებს 2018, 7 ნოემბერი, 9:02
ის სწრაფად მოგაშორებთ გრიპის და ვირუსული ინფექციების ნიშნებს, მწერების ნაკბენისგან დაგიცავთ, წონის შემცირებაში ხელს შეგიწყობთ და გულის დაავადების წარმოქმნას შეაფერხებს.
თუ 1 ჩ/კ ვაშლის ძმარს 1 ჭიქა წყალში გახსნით და 60 დღის განმავლობაში ყოველდღე დალევთ, თქვენ შემდეგ შედეგებს მიიღებთ:
1.ძლიერი ანტიოქსიდანტი ვაშლის ძმარი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, მათ შორის გალმჟავას და კატეხინს. ეს ნივთიერება აახალგაზრდავებს, ასევე ორგანიზმის ბევრ ფუნქციას აუმჯობესებს. 2.ჯანსაღი ქოლესტერინი ის ცუდი ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდის წარმოშობის მთავარ მიზეზს აღმოფხვრის. შედეგად სისხლძარღვების დაზიანებას ხელს უშლის და გულის გაჯანსაღებას ხელს უწყობს. მიიღეთ 2 ჩ/კ + 150 მლ თბილი წყალი დღეში 2-ჯერ - ასე გულის დაავადების შემთხვევაში მის გაუმჯობესებას უფრო შეუწყობთ ხელს. 3.სისხლში შაქრის ჯანსაღი დონე ბევრი კვლევის თანახმად, ვაშლის ძმარს ძლიერი ანტიგლიკემემიური ეფექტი აქვს, რომელიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. კერძოდ, ის კუჭში გადამუშავების პროცესს ანელებს, რაც სისხლში შაქრის სწრაფ მომატებას აფერხებს. 4.გულძმარვის და სიმჟავის რეფლექსის აღმოფხვრა ზოგადი რწმენის მიუხედავად, რომ გულძმარვას კუჭში ჭარბი მჟავა იწვევს, სინამდვილეში მისი მიზეზი ზუსტად საპირისპირო, ანუ კუჭის დაბალი მჟავიანობა არის. როდესაც 1 ჭიქა წყალში გახსნილ 1 ს/კ ვაშლის ძმარს ღებულობთ, კუჭში მჟავას კონცენტრაციას ზრდით. შედეგად, გულძმარვის სიმპტომებს ამცირებთ. 5.ნაწლავებში მკვებავი ნივთიერებების აბსორბციის გაზრდა ვაშლის ძმრის მჟავას შემცველობა საკვებიდან მნიშვნელოვანი მინერალების ნაწლავებში შეწოვას ხელს უწყობს. ამიტომ რეკომენდებულია ვაშლის ძმარი სალათებს და სმუზებს დაუმატოთ. ეს ბევრი პროდუქტის მკვებავი ნივთიერებების შეწოვას ხელს შეუწყობს. 6.გახდომა ვაშლის ძმარი წარმოუდგენლად სასარგებლოა მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს, მაგრამ არ გამოსდით. ეს ნივთიერება მეტაბოლიზმს აჩქარებს, სხეულში წყლის შეკავებს ამცირებს და მადას აქვეითებს. 7.კანდიდა კვლევებმა დაამტკიცა, რომ კანდიდოზის ინფექცია შეიძლება წარმატებით აღმოფხვრათ, თუ 2 თვის განმავლობაში ყოველდღიურად 1 ს/კ ვაშლის ძმარს მიიღებთ. ასევე ვაშლის ძმარს ძლიერი ანტისიმსივნური და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს. 8.ლორწოვანის გასუფთავება ვაშლის ძმარი სუნთქვას აუმჯობესებს, ცხვირის ლორწოს ათხელებს და მას ორგანიზმში აქრობს. ასევე მას ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტები გააჩნია და ამიტომ ყველა სახის ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ შესანიშნავი საშუალებაა. საუკეთესო შედეგის მისაღწევად, აირჩიეთ ის ძმარი, რომელიც ბუნებრივი გზით არის დამზადებული, არა პასტერიზებული და არა გაფილტრული. განსაკუთრებით მისასალმებელია სახლში მომზადებული ვაშლის ძმარი, რადგან ის უფრო ეფექტურია. მოხმარების დროს ვაშლის ძმარი ყოველთვის წყალში გახსენით. ასევე შეგიძლიათ ცოტა თაფლი დაუმატოთ არომატისთვის და მჟავე გემოს შესამცირებლად. განსაკუთრებით რეკომენდებულია მისი სწრაფად დალევა და შემდეგ პირის გამოვლება, რომ ვაშლის ძმარმა კბილის ემალი არ დააზიანოს. 383 შეფასება არ არის
|