საზოგადოება ქორწილში მიმავალი დედოფლისწყაროელების ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა 2018, 7 ნოემბერი, 0:07 .
ავტოსაგზაო შემთხვევას დედოფლისწყაროში მცხოვრები 24 წლის ბიჭი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა თერჯოლაში 6 ნოემბერს შუადღისას მოხდა. ავარიის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. დედოფლისწყაროელი ახალგაზრდები თბილისიდან ზუგდიდში, მეგობრის ქორწილში მიდიოდნენ. თვითმხილველების მტკიცებით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი გზიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. მერსედესის მარკის ავტომობილი მთლიანად დაიწვა.
დაშავებულები თერჯოლისა და ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძღოლის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო, ამიტომ ის ზესტაფონის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. „24 წლის მამაკაცი რეანიმაციაში იმყოფებოდა პოლიტრავმის დიაგნოზით, უმძიმეს მდგომარეობაში. დაუყოვნებლივ ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. მეორე ახალგაზრდას თავის ტვინის შერყევა აღენიშნებოდა. მულტიპროფილურ განყოფილებაშია, ყვენალაირი კვლევა ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია, “ - აცხადებდა ზესტაფონის ჰოსპიტალის ემერჯენსის ექიმი თამარ გოცაძე. მოგვიანებით ავტომანქანის მძღოლი ჩატარებული გადაუდებელი დახმარების მიუხედავად საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავარიაში მოყოლილი ადამიანების ახლობლის თქმით, ისინი მაღალი სიჩქარით არ მიდიოდნენ, მათ გზა მანქანამ გადაუჭრა და შეჯახების თავიდან არიდების მიზნით მანქანა გზიდან გადავიდა. „მაღალი სიჩქარით არ მივდიოდით, რადგან კოლონაში ვიდექით და თან ვიდეო-გადამღებიც მოგვყვებოდა და ვიღაცამ გზაზე გადმოურბინა და აარიდა, თორე ყველა ვარიანტში მას ეჯახებოდა და ის არც იხედებოდა აქეთ, ისე გადმოხტა ჩვენს გზაზე, “ - ამბობს ერთერთი მგზავრი გიორგი პაპუაშვილი. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 1076 1-ს არ მოსწონს
|