სხვა როგორ მოვატყუოთ სიცრუის დეტექტორი 2018, 27 ოქტომბერი, 14:59
სიცრუის დეტექტორი შექმნილია იმისთვის, რომ სხვადასხვა სახის კითხვებზე რესპონდენტის ფიზიოლოგიური რეაქციების ანალიზი გააკეთოს და გაიგოს, რამდენად სანდოა იგი. ტესტის სიზუსტე გაპროტესტებული აქვს ისეთ ცნობილ ორგანიზაციებს, როგორებიცაა მეცნიერების ეროვნული აკადემია, აშშ-ს კონგრესი ტექნოლოგიების შესახებ და ამერიკული ფსიქოლოგიური ასოციაცია. მიუხედავად ამისა, სიცრუის დეტექტორი ხშირად გამოიყენება მუშაობის დაწყების მსურველთა შესამოწმებლად და კრიმინალში ეჭვმიტანილების დასაკითხავად.
მაშინაც კი, თუ ადამიანი ფიქრობს, რომ ყველა შეკითხვას გულწრფელად სცემს პასუხს, ტესტმა შესაძლოა გარკვეული პასუხები ტყუილად განსაზღვროს, რადგან ის ზომავს "თეთრ სიმართლეს", რომელიც ადამიანის ქვეცნობიერში არსებობს. როგორ მუშაობს სიცრუის დეტექტორის ტესტი სიცრუის დეტექტორის ტესტი თქვენი პასუხების სისწორეს მთელი განვლილი ცხოვრებიდან განსაზღვრავს. ტესტერი დაკვირვებას ინდივიდის დეტექტორის ცენტრში შესვლისთანავე იწყებს. მარჯვე პოლიგრაფის ექსპერტი თქვენს არავერბალურ მიმიკებსაც მოინიშნავს, რომლებიც, თავისი აზრით, სიცრუესთან ასოცირდება. პოლიგრაფის მანქანა იწერს სუნთქვის სიჩქარეს, სისხლის წნევას, პულსის ნორმას და ოფლის გამოყოფის დონეს. უფრო განვითარებული მანქანები ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ სურათსაც აღიქვამს. ფიზიოლოგიური ქცევის შეუსაბამობა სათანადო კითხვებთან, ტყუილად აღიქმება. შესაძლოა, დეტექტორზე ტესტირების გავლისას კითხვები ორ-სამჯერ გაგიმეორონ. ასევე, შესაძლოა რესპონდენტს საერთაშორისოდ აღიარებული სიმართლე და ტყუილები ჰკითხონ დეტექტორის მუშაობის შესამოწმებლად და ინდივიდის ძირითადი ღირებულებების დასადგენად. როგორც წესი, ტესტის პასუხების ანალიზის გასაკეთებლად 3 საათი მაინცაა საჭირო. როგორ შეიძლება დეტექტორის მოტყუება ინტერნეტი სავსეა რჩევებით, თუ როგორ შეიძლება სიცრუის დეტექტორის მოტყუება, მაგრამ ამ ხერხების უმეტესობა ეფექტური არაა. მაგალითად, ისეთი რჩევები, როგორიცაა ენაზე კბილის დაჭერა სისხლის წნევის შესაცვლელად ან სიმართლის წარმოდგენა ტყუილის და ტყუილის წარმოდგენა სიმართლის თქმის დროს, რეალობაში არ ამართლებს.არსებობს მხოლოდ 2 რეალური ხერხი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს პასუხებზე: 1. შეინარჩუნეთ სრული უემოციობა და ეცადეთ, გათიშოთ გონება. შენიშვნა: ადამიანების უმეტესობას ეს არ გამოსდის. 2. მთელი ტესტის განმავლობაში გაღიზიანებული იყავით. სიცრუის დეტექტორზე ტესტის გავლისას თითქმის ყველა ადამიანი ნერვიულობს. დეტექტორს ფიზიკური ხერხებით ვერ მოატყუებთ, მთავარია, გონება და გრძნობები აკონტროლოთ. მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს: 1. თუ დეტექტორის მოტყუება გინდათ, მთელი ტესტის განმავლობაში, უმჯობესია, ნერვიული, დაბნეული და გაღიზიანებული იყოთ. იფიქრეთ ყველაზე ცუდ სიტუაციაზე, რაც შეგმთხვევიათ, რომ გონებამ ერთი ემოციის სტაბილურობა შეინარჩუნოს. თუ რომელიმე კითხვაზე განსაკუთრებით ღელავთ, ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემამდე წარმოიდგინეთ, რომ იმ კითხვას გისვამენ, რომელზეც ნერვიულობთ. 2. პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ. ეცადეთ, გაარჩიოთ პირდაპირი, არაპირდაპირი და დიაგნოსტიკური (საკონტროლო) შეკითხვები. არაპირდაპირი კითხვის მაგალითი შეიძლება იყოს თქვენი სახელის ან ოთახში კედლების ფერის დადასტურება. პირდაპირი კითხვები უფრო მნიშვნელოვანია, მაგალითად: "იცოდით დანაშაულის შესახებ"? დიაგნოსტიკური კითხვები კი ისაა, რასაც რესპონდენტებმა ძირითადად "კი" უნდა უპასუხონ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სიმართლის აღიარება მარტივი არაა, მაგალითად: "სამსახურიდან ოდესმე რამე მოგიპარავთ"? ან "რთული სიტუაციიდან თავის დასაღწევად ოდესმე ტყუილი გითქვამთ"? 3. შეცვალეთ სუნთქვის ტემპი დიაგნოსტიკური კითხვების დროს, მაგრამ შემდეგ შეკითხვაზე პასუხის გაცემამდე დაიბრუნეთ ნორმალური სუნთქვა. 4. უპასუხეთ კითხვებს მტკიცედ, უყოყმანოდ და იუმორის გარეშე. იყავით უშუალო, მაგრამ ზედმეტს ნუ იხუმრებთ. 5. თუ შესაძლებელია, კითხვაზე უპასუხეთ მხოლოდ "კი" ან "არა" და არ განმარტოთ სიტუაცია, არ ახსნათ ამა თუ იმ შემთხვევის დეტალები. თუ პასუხის განვრცობას გთხოვენ, უპასუხეთ: "კონკრეტულად კიდევ რა გინდათ, რომ გითხრათ"? ან "ამ საკითხზე მეტი არაფერი მაქვს სათქმელი". 6. თუ გითხრეს, რომ იტყუებით, ნუ დაიბნევით. ფაქტობრივად, დიაგნოსტიკურ კითხვებზე პასუხმა შეიძლება ექსპერტს არამკაფიო, სადებატო შედეგი აჩვენოს, ამიტომ მზად იყავით იმავე თემაზე მეტი შეკითხვების მოსასმენად. 7. ტესტის გავლამდე წინასწარ მოემზადეთ. სთხოვეთ ვინმეს, დაგისვათ კითხვები, რომლებიც გაშინებთ. დააკვირდით საკუთარ სუნთქვის ტემპს და შეამოწმეთ, რომელ კითხვაზე როგორი რეაქცია გაქვთ. დაიმახსოვრეთ, ხშირ შემთხვევაში სიცრუის დეტექტორზე ტესტის წარმატებულად გავლის საუკეთესო გზა, უბრალოდ, კითხვებზე გულწრფელი პასუხების გაცემაა. წამლები და სამედიცინო საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენს სიცრუის დეტექტორზე წამლებმა, ნარკოტიკებმა და სამედიცინო საშუალებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს პოლიგრაფის ტესტზე, ამიტომ დეტექტორთან დაჯდომამდე რესპოდენტები გადიან შემოწმებას ნარკოტიკულ და სამედიცინო საშუალებებზე. ისეთი სამედიცინო საშუალებები, რომლებიც ზემოქმედებს გულისცემის სიხშირეზე და სისხლის წნევაზე, პოლიგრაფის შედეგზეც ახდენს გავლენას, ასეთია ჰიპოთენზიური და დამამშვიდებელი საშუალებები, ასევე არალეგალური ნარკოტიკები, როგორიცაა ჰეროინი, მარიხუანა, კოკაინი და მეტამფეტამინები. ამას გარდა, ტესტის შედეგზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს კოფეინმა, ნიკოტინმა, ალერგიის საწინააღმდეგო წამლებმა და ძილის აბებმა.ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ეპილეფსია, ნერვული დარღვევა, გულის დაავადება ან გადაუტანიათ ინსულტი, სიცრუის დეტექტორზე ტესტი არ უნდა გაიარონ. ექიმის თანხმობამდე, ორსულ ქალებსაც არ შეუძლიათ ტესტის გავლა. ასევე დაგაინტერესებთ:1. როგორ ვუპასუხოთ ინტერვიუს 10 ყველაზე პოპულარულ კითხვას 2. 20 კომპიუტერული ხრიკი, რომელიც დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას 3. როგორ შეუძლია ერთ უბრალო პოსტს თქვენი კარიერის განადგურება - 9 რეალური ამბავი 883 1-ს მოსწონს |
.......... ❥❥❥ ❥❥ ❥❥❥ www.CashPay40.Com