საზოგადოება დაკარგული 9 წლის გოგონა სასამართლოს ეზოში გარდაცვლილი და მავთულით შებოჭილი იპოვეს 2018, 25 ოქტომბერი, 23:49 ![]() რეგიონული მედიის ცნობით, ამ ეტაპზე ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. ადგილზე, სადაც 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილი. ერთ-ერთმა მეზობელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან გოგონა იმ დროს დაინახა, როცა ის მარტო მიდიოდა. . ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფანის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული. ისინი ამბობენ, რომ ბავშვი სწორედ ცელოფანის ტომრით გაგუდეს. მათივე განცხადებით, ძებნისას მათ გორის რაიონული სასამართლოს ეზო რამდენჯერმე შეამოწმეს, თუმცა ცხედარი იქ არ ყოფილა. ისინი ეჭვობენ, რომ მოზარდი სხვაგან მოკლეს და შემდეგ ცხედარი სასამართლოს ეზოში დატოვეს. . ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული. , ![]() 520 1-ს მოსწონს
|