x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცნობილი გახდა იმ სამი ტელეწამყვანის ვინაობა, ვისაც დღეს ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს მისცემს
image

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 23 ოქტომბერს მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ირაკლი ჩიხლაძეს, ("პირისპირ"-ტვ იმედი) გიორგი გაბუნიას("არჩევანი-რუსთავი-2) და ინგა გრიგოლიას( „რეაქცია“ - ტვ პირველი)იწვევს ინტერვიუზე.

როგორც ცნობილია პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქ-შოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს.

თუმცა როგორც ირკვევა მარტო ირაკლი ჩიხლაძემ და ტვ "იმედი" არის მზად ინტერვიუს ჩაწერაზე, ინგა გრიგოლიამ უარი თქვა პირდაპირ ეთერში მიწვევაზე, "რუსთავი"–2-ის გენერალური მდივანი ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ სწორედ ამ დღეს გიორგი გაბუნიას საკუთარი საავტორო გადაცემა "არჩევანი" აქვს და ამიტომ ის „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის მიწვევას ვერ მიიღებს, თუმცა „კვირის აქცენტების“ წამყვანს ეკა კვესიტაძეს შეუძლია ინტერვიუზე მისვლა.


"ბოდიში ბატონ ივანიშვილთან, ოღონდ მოწვევა მისი საქმეა და არხი ვის მიავლენს ინტერვიუზე - ჩვენი. ვინ ასწავლა ჟურნალისტების სახელდებით მიწვევა, სად ამოიკითხა ეს სიბრძნე?"წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

image

ამრიგად ცნობილი გახდა იმ სამი წამყვანის ვინაობა, რომელიც კითხვებსაც ექს-პრემიერმინისტრი უპასუხებს ესენი არიან: ირაკლი ჩიხლაძე(ტვ იმედი), დიანა ტრაპაიძე(ტვ პირველი) და ეკა კვესიტაძე(რუსთავი-2)

0
39
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0