ასტროლოგია "ნიბირუ ყველა ომს შეაჩერებს":-პლანეტა ნიბირუს გრანდიოზული გამოჩენა 29 ოქტომბერს მოხდება 2018, 21 ოქტომბერი, 11:50 იდუმალი ნიბირუ უკვე სპეციალური აღჭურვილობის ტექნიკის საშუალებით შეგვიძლია დავინახოთ- ირწმუნებიან ექსპერტები. ცოტა ხნის წინ, აქტიურად განიხილებოდა პლანეტა ნიბირუს საფრთხეზე. უძველესი შუმერული ლეგენდების თანახმად, პლანეტა დედამიწაზე ყველა ცოცხალ ორგანიზმს გაანადგურებს. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ პლანეტა X არის მთელი ვარსკვლავური სისტემა, ცენტრში ყავისფერი ჯუჯა ობიექტით, რომელიც მზის სისტემაში შევიდა და იწვევს გლობალურ კატაკლიზმებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, მთელი მსოფლიოს მკვლევართა უმრავლესობას არ გააჩნია მტკიცებულება, რომ ნიბირუ არსებობს. ამავდროულად, ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ NASA და სხვა კოსმოსური კვლევის ორგანიზაციები ცდილობენ დამალონ ის ფაქტი, რომ მალე გიგანტური ობიექტი ხალხისთვის ხილული გახდება. კერძოდ, 15 ოქტომბერს, ჩილედან ფიზიკოსმა ნიკით «Aeon 5 Whoaa!" დაანონსა, რომ პლანეტა X-ის ან მისი თანამგზავრის გრანდიოზული გამოჩენა ამა წლის 29 ოქტომბერს მოხდება. მას ეს ინფორმაცია აცნობა მეგობარმა მკვლევარმა, რომელიც დიდი ხანია მუშაობს ანტარქტიდის ობსერვატორიაში.
მოკლე დროში ჩილეს მეცნიერის პუბლიკაცია 10 ათასზე მეტმა მომხმარებელმა წაიკითხა. მომხმარებლებს აინტერსებთ, თუ რატომ არ აცნობა ექსპერტმა მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხის დეტალების შესახებ. მეცნიერმა ისიც აღნიშნა, რომ ხელისუფლება პლანეტა X- ის მოახლოებას მალავს, ამავდროულად, მთელს მსოფლიოში ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტებით ცდილობს ხალხის ყურადღების გადატანას. ნიბრუ ყველა ომს შეაჩერებს, ამბობს ფიზიკოსი ჩილედან, რადგან აღარ იქნება ამის საჭიროება.
შეგახსენებთ. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნასამ ტელესკოპით გადაიღო ნიბირუ ჯერ კიდევ 2009 წელს. მიუხედავად ამისა, კოსმოსურმა სააგენტომ გადაწყვიტა ეს ფაქტი საზოგადოებისთვის დაემალა. ასევე, ვრცელდებოდა, ყოფილი ნასას- ს თანამშრომელი ამბობდა, რომ ნიბირუზე გვაფრთხილებდნენ, ჯერ კიდევ 50 წლის წინ. მზის სისტემის მიმართულებით მოძრავი ყავისფერი ჯუჯა ობიექტი აღმოაჩინეს 1960-იან წლებში, რაზეც ამერიკულმა პრესამ პირველმა დაწერა.
844 2-ს მოსწონს
|