საზოგადოება მატარებელი 30 წლამდე მამაკაცს შეეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა 2018, 16 ოქტომბერი, 15:00
. მარნეულის მუნიციპალიტეტში, ე.წ. მაღალაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მატარებელმა ახალგაზრდა მამაკაცი გაიტანა. ადგილობრივი სათემო რადიო „მარნეულის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი რელსებზე იჯდა და სიგნალის მიუხედავად, მატარებელს არ მოერიდა.
.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო. ის ადგილზე გარდაიცვალა.
.
მომხდართან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა შსს-შიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
12 შეფასება არ არის
|