საქართველო გრიგოლი კარასინმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის პირობები წამოაყენა 2018, 8 ოქტომბერი, 9:45 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლი კარასინი ქართველ პარტნიორებს აფრთხილებს, რომ თბილისის არამეგობრული ურთიერთობა საერთაშორისო არენაზე ხელს უშლის ურთიერთობის ნორმალიზებაში, რომელიც 2012 წელს დაიწყო. განაცხადა გამოცემა "Известия"-სთან ინტერვიუში კარასინმა. "თბილისი ჯერ კიდევ არ აპირებს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, საერთაშორისო ორგანიზაციებში მტრულ საქმიანობას განაგრძობს და ნებაყოფლობით მონაწილეობს ნატო-ს სტრატეგიაში რუსეთის შეკავებისთვის. პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ ეს ქცევა საფრთხეს უქმნის 2012 წელს დაწყებულ ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს, რომლითაც დღემდე სარგებლობენ ორივე ქვეყნის მოქალაქეები. " მისი თქმით, ამჟამად, საგარეო ვაჭრობის პარტნიორობისა და ტრანსპორტის სფეროებში რუსულ-ქართულ ურთიერთობებში აშკარა პროგრესია. ამ პირობებში, უვიზო რეჟიმის შემოღება არ არის გამორიცხული, მაგრამ აქ ქვეყნებს შორის დაბრკოლებას წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა. "ამაზე გავლენას ახდენს მსოფლიოში ტერორისტული და სხვა საფრთხეების ზრდასთან დაკავშირებული რთული ვითარებაც, ასევე უკანონო მიგრაციის პრობლემა, " - დასძინა დიპლომატმა. 436 4-ს მოსწონს 1-ს არა
|