კულტურა შემდეგი შენ იქნები-"მის ერაყს" მოკვლით ემუქრებიან 2018, 3 ოქტომბერი, 15:16
შიმა კასემმა ონ-ლაინ ტრანსლირებისას განაცხადა, რომ მან მიიღო მუქარის შემცველი წერილი, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ბაღდადში "მის ერაყი" -2015 ტარა ფარეზი მოკლეს.
დაღუპულ მოდელსაც ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი ვერსიით გოგონა მოკლეს "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული თამამი ფოტოების გამო.
მოდელმა და ყოფილმა "მის ერაყმა" შიმა კასემმა ტირილით ამცნო საზოგადოებას, რომ მან მიიღო გაფრთხილება, - "ის იქნება შემდეგი"-იუწყება BBC, გოგონა იმასაც ამბობს, რომ ცნობილ ქალებს მის ქვეყანაში წიწილებივით ხოცავენ. შიმა კასემს "ინსტაგრამზე" 2, 7 მილიონი ხელისმომწერი ჰყავს და ისიც, აწ გარდაცვლილი ტარა ფარეზივით "პროვოკაციულ" ფოტოებს აქვეყნებს, რაც მიუღებელია მის მშობლიურ ქვეყანაში. 211 6-ს მოსწონს
|