საქართველო "...აღარ ჭრის - ისევ ცხვარივით გაიყოლოთ ხალხი, ცოხცებისა და ტყვიების დაბრუნების ალტერნატივის ფონზე...." 2018, 2 ოქტომბერი, 16:18 "აღარ „პრავდება“! დანარჩენი თქვენ იცით. პირადად ჩემთვის, უკვე შეურაცხყოფაზე მეტია - მე არ ამირჩევ? - აგერაა ცოცხთა ლიდერი! ვინ დატოვა ეს არჩევანი? ვინ მოისროლა ადამიანები, ვინც ოდნავ მაინც თავი წამოყო და ხალხის მადლიერება და სიმპათია დაიმსახურა? ვის სჭირდება, საკუთარ გუნდში, უკეთეს შემთხვევაში - ურეიტინგო, სრული მონები და უარესში კიდევ - სააკაშვილის, ახალაიას, მერაბიშვილის და ა.შ. ზონდერ-მკვლელები?
პირველად რომ სუსი საჯაროდ ვამხილე, იქიდან მოყოლებული, ბევრმა გაბედა დამუნათება - „ისინი“ არ გაახაროო, - მამაჩემის მკვლელებზე და მათ სექტებზე... ვინ „ისინი“ არ გავახარო? “ისინი“ არიან დღესაც, რომ არ მახარებენ მე კი არა, მამაჩემს!
რას ვითხოვ? - გურამ შარაძის მკველობის საქმის გამოძიებას! უფრო სწორად, არავინ შეუშალოს ხელი გამოძიებას! ვითხოვ სამართალს, რომლის დაპირებით მობრძანდით ხელისუფლებაში, თორემ ეს რომ არ ყოფილიყო, არც მოგთხოვდით და მაინც გამოგყვებოდით ნაწამები, ამოწყვეტილი ხალხი.
აიღეთ პასუხისმგებლობა და მოიფიქრეთ გამოსავალი. ფაქტია, აღარ ჭრის - ისევ ცხვარივით გაიყოლოთ ხალხი, ცოხცებისა და ტყვიების დაბრუნების ალტერნატივის ფონზე. მეორე მხრივ, ეს „ცხვარივით“ ხალხი მკვლელების დაბრუნებას აღარ დაუშვებს.
საშინელება არ მოხდეს! მეგობრებს, ყველა პოზიციიდან, გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავეთ - გინებისგან, ნიშნისმოგებით საუბრისგან და რა თქმა უნდა, წყევლისგან! დღეს ჯერ არავის დავუწყევლივართ ამბიონიდან და ნუ დაასწრებთ " - რუსუდან შარაძე 165 შეფასება არ არის
|