x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„სამი წელია კაპიტანი გიგაური ემალება სასამართლოს, ამას დავუმტკიცებ,“ - გოგა ხაინდრავა

image


სამი წელიწადია კაპიტანი გიგაური ემალება სასამართლოს, შეცდომაში შეჰყავს სასამართლო და ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოს, მე ამას დავუმტკიცებ, - ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს.
.
„მთელი საზოგადოება თავისი სექტით, რომელსაც “ეს შენ გეხება ჰქვია" და ყველაფერი ეხება სინდისის, ნამუსის, თავმოყვარეობის, კანონის და წესიერების გარდა, მათ ყველას გამოვიყვან სამზეოდ და მთელი საქართველო ნახავს რას წარმოადგენს გიგაური და მისი სექტა. მთელ დანარჩენ საზოგადოებას მორალს უკითხავენ და ასწავლიან როგორ უნდა იცხოვრონ, თავად საკუთარ წარსულს მალავენ, მაგრამ ვერ დამალავს გიგაური წარსულს, ვინაიდან მისი წარსული ხელთ მაქვს და ვერ დამალავს.
.
კაპიტანმა გიგაურმა რიგგარეშე წოდება მიიღო კაპიტნის ვანო მერაბიშვილისგან იმაში, რომ დააჯილდოვა და მონაწილეობა მიიღო იმ არაადამიანების წახალისებაში, ვინც 7 ნოემბერს სისხლში ჩაახშო ქართული საზოგადოება, მისი სამართლიანობისადმი და თავისუფლებისადმი ლტოლვა. ამაში მიიღო მონაწილეობა, დააჯილდოვა ათეულობით და ასეულობით სპეცრაზმელი და თვითონაც ამისთვის მიიღო ჯილდო. მე ამ სასამართლო პროცესით საზოგადოებას დავუმტკიცებ, რომ ის არის მატყუარა და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში", - ამბობს გოგა ხაინდრავა.
0
229
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0