x
image
რუსუდან ნადირაშვილი
თბილისის მერია ტაქსებს უფასოდ შესაღებად ვაუჩერებს გადასცემს
image


2019 წლის 1 ოქტომბრიდან თბილისში მხოლოდ ტეთრი ტაქსები იმოძრავებენ. თეთრ ტაქსებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, როგორც თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით ლიცენზია ექნებათ მიღებული, გავლილი ექნებათ ტექნიკური დათვალიერება და ეყოლებათ მარცხენასაჭიანი 4 კარიანი ავტომობილი, დაურიგდებათ ვაუჩერები და ტაქსებს თეთრად უფასოდ გადაუღებავენ.

.

“მე ძალიან კაგრად მესმის არსებული სოციალური მდგომარება, ეს არის ის ფენა, რომელსაც შეიძლება ითქვას ყველაზე მეტად უჭირს. ეს ადამანები ამ სერვისის გაწევით არჩენენ ოჯახებს”, – აღნიშნა კახა კალაძემ.



.

„ტაქსებთან დაკავშირებული კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, რომელიც მორგებულია მომხმარებელთა მოთხოვნაზე. მხედველობაში მაქვს ტაქსების ჰიგიენური მდგომარეობა.” – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

.

“ტაქსებში მეტი სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით, ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმების მქონე ტაქსებს გადაეცემათ ავტომანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ტაქსის მფლობელებს არ მოუწევთ არც ერთი ლარის გადახდა და არც ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება ფინანსები. აღნიშნულ ვაუჩერებს ტაქსების მფლობელებს გადასცემს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, დააფინანსებს ტაქსების გადაღებვის სამუშაოებს და სალონის ქიმიურ წმენდას. სამღებრო და ქიმიური წმენდის სამუშაოები განხორციელდება 2018-2019 წლის პერიოდში და 2019 წლის 1 ოქტომბრისთვის ტაქსის ბაზარი განახლებული იქნება თეთრი, მოწესრიგებული ტაქსებით. მინდა კარგად გვესმოდეს, რომ ტაქსის რეფორმა ემსახურება ამ სფეროს განვითარებას და მომხმარებლებისთვის რაც შეიძლება უკეთესი მომსახურების მიწოდებას. ამდენად, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი დედაქალაქისა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული.” – აღნიშნა თბილისის მერმა.

.

2019 წლიდან ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები – საშემოსავლოსგან გათავისუფლდებიან, ექნებათ შესაძლებლობა საკუთარ ავტომობილზე, მერიის მიერ გამოყოფილ კონკრეტულ ადგილზე რეკლამა განათავსონ და იქიდანაც მიიღონ შემოსავალი, დედაქალაქში სხვადასვა კოლაციებზე საპარკინგე ადგილები გამოიყოფა და რომელიც უფასო იქნება, ასევე მათ უფასოდ გადაეცემათ ტაქსის მანიშნებელი მანათობელი. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

.

მისი ინფორმაციით, უკვე შერჩეულია 60-ზე მეტი ლოკაცია, ჯამში 250-მდე ტაქსის სადგომით. “ეს ლოკაციები განკუთვნილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ტაქსებისთვის და იქ სხვა ავტომანქანების განთავსება აიკრძალება, ხოლო დარღვევის შემთხვევაში გამოიწერება ჯარიმა. ამ ადგილებზე სპეციალურად აღინიშნება, რომ იგი განკუთვნილია ტაქსებისთვის. რასაკვირველია, ტაქსები უფასოდ ისარგებლებენ მათთვის გამოყოფილი სპეციალური სადგომებით. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას, რათა გამოვყოთ დამატებითი ადგილები. ვფიქრობ, ასეთი მიდგომით მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს ტაქსის ბაზრის განვითარებას და მომხმარებელიც მიიღებს გაცილებით მაღალი ხარისხის მომსახურებას”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

.

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, თბილისის მერის კახა კალაძის მიერ, ტაქსების თაობაზე დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

.

მისი თქმით, ეს ცვლილებები და სიახლეები მომხმარებელთა უფლებებისა და მოთხოვნის სასარგებლოდ ხორციელდება. “ტაქსებთან დაკავშირებით მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება ევროკავშირის გზაზე მდგარი ქვეყნის საჭიროებებს. მნიშვნელოვანია, რომ მერია ფიქრობს ტაქსის მფლობელთა მდგომარებაზეც და ეს ჩანს იმაშიც, რომ ტაქსებში ჰიგიენის მაღალი სტანდარტის დასაწესებლად მატერიალური და ფინანსური რესურსის გაღება მძღოლებს არ მოუწევთ”, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

0
42
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0