პროფილაქტიკა მჯდომარე აბაზანის 7 რეცეპტი, რომელიც სხვადასხვა დაავადებებს კურნავს 2018, 1 ოქტომბერი, 23:50
მჯდომარე აბაზანა ჩვეულებრივისგან იმით განსხვავდება, რომ ამ დროს წყალში მხოლოდ თეძოები და დუნდულებია მოქცეული. ამის გაკეთების საშუალება ჩვეულებრივ აბაზანაში ან დიდ ტაშტშია შესაძლებელი. ძირითადად, მჯდომარე აბაზანას სამკურნალო ხასიათი აქვს: ამცირებს დიკომფორტს და ანთებას ან გაღიზიანებას სხეულის ქვედა ნაწილში. მას ექიმებიც ნიშნავენ და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში აქვს გვერდითი მოვლენები.
1. აბაზანა მარილით მარილი შესანიშნავი ანტიბაქტერიული საშუალებაა. მარილის მჯდომარე აბაზანებს მთელ რიგ შემთხვევებში იყენებენ, დაწყებული ჰემოროით და დამთავრებული კანის ქავილით. დაგჭირდებათ 1/4 ჭიქა მარილი და მაქსიმალურად ცხელი წყალი, რამდენადაც მოთმენას შეძლებთ. აბაზანის ხანგრძლივობა 30 წუთია. მიუხედავად იმისა, გამოიყენებთ თუ არა სხვადასხვა დანამატებს ასეთი აბაზანისთვის, წყლის ამგვარი პროცედურები ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, აბაზანის ხანგრძლივობა 15 წთ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, 10 ან 5 წუთიანი აბაზანა არაფერ სარგებელს არ მოგიტანთ. 2. საკვები სოდა მჯდომარე აბაზანა სოდით რეკომენდებულია ინფექციების დროს, რამდენადაც სოდას ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია. აბაზანის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ 4-5 სუფრის კოვზი სოდა და თბილი წყალი. სოდა კარგად გახსენით წყალში და ისიამოვნეთ თბილი აბაზანით. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად 20 წთ ან მანამ, სანამ წყალი არ შეგრილდება. 3.ბალახები ეს აბაზანა განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ქალებისთვის, რომლებიც ცოტა ხნის წინ გახდნენ დედები. დაგჭირდებათ 1 ჭიქა ზღვის მარილი, 60 გრამი ლავანდა და 60 გრამი ჰამამელისი(შეგიძლიათ ეთერზეთებით ჩაანაცვლოთ), 60 გრამი მრავალძარღვა, 60 გრამი ათასფურცელა, 60 გრამი კალენდულა და 60 გრამი გვირილა. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და მოათავსეთ ქაღალდის ან ქსოვილის პაკეტში. ჩაუშვით ცხელ წყალში და დაელოდეთ, სანამ მარილი სულ არ გაიხსნება. როცა წყლის ტემპერატურა კომფორტული იქნება, შეგიძლიათ აბაზანაც მიიღოთ. 4. ზეთები ამ აბაზანას მომადუნებელი და გამომაცოცხლებელი ეფექტი აქვს, ამსუბუქებენ სქესობრივი დაავადებების სიმპტომებს. დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 1/2 ჭიქა ინგლისური მარილი, 2 ს.კ. საჭმელი სოდა, 2ს.კ. ჰამამელისი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, ლავანდისა და გვირილას ეთერზეთების 8-8 წვეთი. შეურიეთ სოდა და მარილი და შემდეგ დაამატეთ სხვა ინგრედიენტები. ჩაუშვით თბილ წყალში და მიიღეთ აბაზანა 15-20 წუთის განმავლობაში. 5. ლურჯი მოცვი ლურჯი მოცვის ფოთლების აბაზანა ეფექტურია შარდსასქესო სისტემის ინფექციებისა და ჰემოროის დროს. დაგეხმარებათ დიარეის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროსაც. აირეთ 2 ჩაის კოვზი ფოთლები, დაუმატეთ 1 ჭიქა წყალი და წამოადუღეთ. ჩაასხით ნახარში წყალში და მიიღეთ 20 წუთიანი აბაზანა. 6.ჰამამელისი ჰამამელისი ამცირებს ტკივილს, ქავილს, სისხლდენას, რომელიც ჰემოროის ახლავს. აბაზანის მიღების ორი გზა არსებობს: ჩაუშვით წყალში 10 ფურცელი ჰამამელისი, ან გახსენით წყალში 1/4 ჭიქა ინგლისური მარილი ჰამამელისის ექსტრაქტით. 7. ვაშლის ძმარი ვაშლის ძმარი ნატურალური ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც უამრავ დაავადებას ებრძვის. ჩაასხით თბილ, მარილიან წყალში 1/2 ჭიქა ორგანული ვაშლის ძმარი. აბაზანის ხანგრძლივობა 15-20 წუთია. 1773 1-ს მოსწონს
|