საქართველო გრიგოლ ვაშაძე:"ჩვენ ორი მშობლიური ენა გვაქვს,შეზრდილი ვიყავით მოსკოვურ,საერთო რუსულ საზოგადოებასთან" 2018, 29 სექტემბერი, 15:56 სოციალურ ქსელში გავრცელდა 2012 წლის ვიდეო, სადაც ოპოზიციური გაერთიანებ „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი და ნაციონალური მოძრაობის წევრი გრიგოლ ვაშაძე, RTVI-ს ეთერში ჟურნალისტ ვიქტორ ტოპალერთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ "ჩვენ(ქართველებს) ორი მშობლიური ენა გვაქვს და შეზრდილები ვიყავით.მოსკოვურ და საერთოდ რუსულ საზოგადოებასთან."
თვითონ გრიგოლ ვაშაძეს ამ ვიდეოზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, მისი საარჩევნო შტაბის უფროსს, გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ ეს არის ფეიკინფორმაცია, კონტექსიდან ამოგლეჯილი სიტყვები, თუმცა მოგვიანებით, ვიდეოს ნახვის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა შეარბილეს ტონი: "გრიგოლ ვაშაძეს აქვს გატარებული ბევრი წელიწადი რუსეთში, ის ძალიან კარგად იცნობს, როგორც რუსულ საზოგადოებას, ასევე რუსეთის პოლიტიკურ სისტემას და მე ვფიქორბ ესაა მისი უპირატესობა, მოწინააღმდეგეს რაც უფრო კარგად იცნობ, მით უფრო ეფექტიანად შეგიძლია დაუპირისპირდე მის სტრატეგიას და ტაქტიკას"-აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემა "პირისპირ"-ის ეთერში განაცხადა, რომ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას კრემლის წარმომადგენელი ევგენი შპალიკოვი აფინანსებს, იგი ამ კამპანიას ბოლშევიკურ-ნაცისტური მეთოდით წარმართავს. 437 5-ს მოსწონს
|