x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
„რუსთავი 2“ არღვევს უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტს - მარეგულირებელი კომისია

image

.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. ტელეკომპანიამ 17 სექტემბრიდან წინასაარჩევნო უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტი, რომელიც ყოველ სამ საათში 7, 5 წუთს შეადგენს გაზარდა.
.
"რუსთავი 2“ 17 სექტემბრიდან -21 სექტემბრამდე უფასო პოლიტიკურ რეკლამას ყოველ 3 საათში 10 წუთს უთმობდა, 21 სექტემბრიდან-25 სექტემბრამდე 3 საათში - 14 წუთს, ხოლო 26 სექტემრიდან -1 ოქტომბრამდე კვლავ 10 წუთს დაუთმობს.
.
აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როდესაც რამდენიმე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო რეკლამა მიმართულია მხოლოდ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის ანტირეკლამაზე და მისი არჩევის ხელშეშლას ემსახურება. ამავე პარტიების მიერ ტელეკომპანიებში მიტანილი საარჩევნო რეკლამა არ ემსახურება მათივე საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევის ხელშეწყობას და არ მოუწოდებს ამომრჩეველს მათი მხარდაჭერისკენ.
.
ამას გარდა, საერთო ეროვნული მაუწყებლის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის სავალდებულო ლიმიტის მნიშვნელოვნად გაზრდამ, შესაძლოა გამოიწვიოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის მოთხოვნის შემცირება, რაც უარყოფითად აისახება შედარებით მცირე ბაზრის წილის მქონე მაუწყებლებზე, განსაკუთრებით კი რეგიონალური მაუწყებლების ფინანურ შემოსავლებზე მოახდენს გავლენას.
.
მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს არ ეწინააღმდეგება, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ის საფრთხის შემცველია პოლიტიკური პლურალიზმისთვის. წინასაარჩევნო პერიოდში დისკრიმინაციული მიდგომის თავიდან აცილების მიზნით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია კიდევ ერთხელ ახსენებს მაუწყებლებს კანონდებლობის მოთხოვნებს და მოუწოდებს მათ, რომ წინასაარჩევნო უფასო პოლიტიკური რეკლამის საეთერო დრო სამართლიანად, თანაბრად და არადისკრიმინაციულად გადაანაწილონ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებზე ისე, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს.
.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პოლიტიკური პლურალიზმისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაუწყებლებმა დებატების დროს ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს არადისკრიმინაციულად და თანაბრად დაუთმონ საეთერო დრო", -ნათქვამია განცხადებაში.
0
13
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0