სხვა 2050 წლისთვის ოთხი მილიარდი ადამიანი იშიმშილებს!!! 2012, 6 ივლისი, 21:52 გაეროს მოსახლეობის ფონდის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის ზრდის ხარჯზე, 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა, სავარაუდოდ, 9, 3 მილიარდს მიაღწევს. ვარაუდობენ, რომ აქედან 4, 2 მილიარდი ადამიანი იმ ქვეყნებში იცხოვრებს, სადაც შეუძლებელია საკვებსა და წყალზე ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ეს იმას ნიშნავს, რომ ორჯერ გაიზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ახლავე განიცდიან საკვების უკმარისობას. „როგორც ანგარიში ცხადყოფს, სიღარიბე და მოსახლეობის სწრაფი ზრდა საბედისწერო ურთიერთდამთხვევაა, — ამბობს ფონდის დირექტორი თორაია ობეიდი, — ღარიბი ადამიანები უფრო მეტად არიან დამოკიდებული ისეთ ბუნებრივ რესურსებზე, როგორიცაა მიწის ნაკვეთი, ტყე და წყალი; ამასთან ისინი უფრო მეტად ზარალდებიან ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებით... ზოგიერთი ჩვენგანი დაუზოგავად იყენებს ბუნებრივ რესურსებს მაშინ, როცა სხვებს საარსებოდ აუცილებელიც კი არა აქვთ 483 5-ს მოსწონს
|