საზოგადოება გოგონებო თუ გსურთ გათხოვდეთ 1 წლით,ამაში გადაგიხდიან თვეში 1000 ლარს 2018, 23 სექტემბერი, 12:53 უცნაური განცხადება იდება ფეისბუქის " ყიდვა გაყიდვა საქართველო"-ს გვერდზე, რომელსაც ვინმე ნინი მელუა ათავსებს: "გოგონებო თუ გსურთ გათხოვდეთ 1 წლით და ამაში გადაგიხადონ 1000 ლარი, ყოველ თვე, მომწერეთ პირადში. ბიჭი არის ქართველი, 26 წლის, სასწრაფოდ ჭირდება ცოლი რათა მიიღოს დატოვებული ქონება, გოგოს არ უნდა ყავდეს შვილი."(განცხადება კორექტირებულია) ინტერნეტმომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ვინმე მელუას "ფეისბუქგვერდი" დიდი ალბათობით ფეიკია და იმასაც აღნიშნავენ, რომ განცხადებას სხვადასხვა ინტერპრეტაციით დებს:"მაზოხისმი ვისაც მოსწონს ეგ გამომეხმაუროსო, ეგეც ეწერა და მესამე განცხადებაში კი შეყვარებულის როლის შემსრულებლის დაქირავება უნდოდა"-წერს ერთ-ერთი კომენტარში. 88 5-ს მოსწონს
|