სხვა ამ კუნძულზე მცხოვრები ტომი ნებისმიერს კლავს, ვინც სანაპიროს მიუახლოვდება 2018, 22 სექტემბერი, 14:51 ეს ტომი ინდოეთის სანაპიროსთან, ჩრდილო სენტინელის კუნძულზე ცხოვრობს. კუნძული ცივილიზაციისგან საკმაოდ შორსაა და ვერავინ ახერხებს ადგილობრივ მცხოვრებლებთან კონტაქტის დამყარებას. მათ ეს არ სურთ! კუნძული დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე არაცივილიზირებულ ადგილად მიიჩნევა.
კუნძულზე მცხოვრებ ტომს მაქსიმალურად მცირე კონტაქტი აქვს გარე სამყაროსთან. ისინი ყველას, ვინც კუნძულის გამოკვლევას ცდილობს, თავს ესხმიან ან კლავენ. ჩრდილო სენტინელი ისეთი სახიფათოა გარე პირებისთვის, რომ ინდოეთის მთავრობამ კუნძულთან სამ მილზე დაშორების ზონა შექმნა ადგილობრივებთან მეტი შეჯახებისა და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
2006 წლის 26 იანვარს ტომმა ორი მშვიდობიანი მეთევზე მოკლა, როცა მათი ნავი კუნძულს მიუახლოვდა. ინდოეთის სანაპირო დაცვამ ვერტმფრენით სცადა მეთევზეების სხეულის დაბრუნება, მაგრამ კუნძულზე დაშვება სრულიად შეუძლებელი იყო, რადგან ადგილობრივები ვერტმფრენს ისრებს უშენდნენ. 1981 წლის 2 აგვისტოს გემი Primrose მიუახლოვდა ჩრდილო სენტინელის სანაპიროს. ცოტა ხანში გემიდან შენიშნეს, რომ ნაპირზე შუბიანი და ისრიანი ხალხი მოძრაობდა, ასევე ისინი ცდილობდნენ ნავების გაკეთებას გემამდე მისაღწევად. კაპიტანმა რადიოთი სიგნალი გადასცა და იარაღი ითხოვა, რომ ეკიპაჟს თავის დაცვა შესძლებოდა, თუმცა, ვერ მიიღო. საბედნიეროდ, რთულად გადმოსალახავი ზღვის წყალობით, გემი ნაპირიდან იმდენად შორს დარჩა, რომ სასწრაფოდ გამოგზავნილმა ვერტმფრენმა ეკიპაჟის გადარჩენა მოახერხა. 2004 წელს ინდოეთის ოკეანის მიწისძვრის შემდეგ, ინდოეთის მთავრობამ ვერტმფრენი გაგზავნა, რათა კუნძულის მოსახლეობის მდგომარეობა შეემოწმებინა. მართალია, მიწისძვრამ სხვა კუნძულის მცხოვრებლებს ზიანი მიაყენა, მაგრამ სენტინელები უვნებლები ჩანდნენ. ვერტმფრენიდან დააფიქსირეს, როგორ ესროდნენ ტომის წევრები ისრებს მფრინავ ობიექტს მისი მოგერიებისა და ჩამოგდების განზრახვით. დაახლოებით 60 000 წელია, სენტინელები კუნძულზე მთელი სამყაროსგან იზოლაციაში ცხოვრობენ. ხეების საფარის გამო რთულია, სენტინელებს ვერტმფრენიდან დააკვირდნენ, მაგრამ გარკვეული დაკვირვებებით მაინც შეიძლება იმის თქმა, რომ ისინი მონადირეობითა და შემგროვებლობით ირჩენენ თავს; ტომისთვის აგროკულტურა (სოფლის მეურნეობა) ჯერ კიდევ უცნობია. ასევე დაგაინტერესებთ:1. როგორ შეიცვალა ჩვენი სამყარო ბოლო 50 წლის განმავლობაში - 15 სურათი 2. 15 ფაქტი იმის დასამტკიცებლად, რომ სამყარო იმაზე უცნაურია, ვიდრე გვეგონა 3. პაწაწინა და საინტერესო სახლები, რომლებში ცხოვრებასაც მოინდომებდით 789 3-ს მოსწონს
|