x
image
_K_
როგორ შეიცვალა ჩვენი სამყარო ბოლო 50 წლის განმავლობაში - 15 სურათი
შეიძლება, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში მეცნიერულმა წინსვლამ ჩვენი სამყარო ახალ გეოლოგიურ ეპოქაში გადაიყვანა.


როგორც წესი, ჩვენ ვერ ვაფასებთ, რამხელა გავლენა გვაქვს დედამიწის ატმოსფეროზე, ოკეანეებზე და ველურ სამყაროზე.


და საკუთარ თავში თუ ვამჩნევთ ცვლილებებს?


დაგვიჯერეთ, ბოლო წლებმა დიდი გავლენა მხოლოდ პლანეტაზე კი არა, კაცობრიობაზეც მოახდინა.



სტატიაში გთავაზობთ მთავარ პოზიტიურ თუ ნეგატიურ ცვლილებებს, რამაც ბოლო 50 წლის განმავლობაში მოახდინა ჩვენს პლანეტაზე გავლენა.








1. დამშრალი ტბები


პოპო ზომით ბოლივიის მეორე ყველაზე დიდი ტბაა, ის ყოველთვის მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენდა მეთევზე ხალხისთვის. ახლა კი სამთო მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის გამო ის ამომშრალია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტბა გაქრა. ბოლოს ის 1994 წელს ამოშრა, წყლის "დაბრუნებას" რამდენიმე წელი დასჭირდა, ეკოსისტემას კი უფრო მეტი დრო სჭირდება აღსადგენად.

image








2. დამდნარი მყინვარები


ეს შვეიცარიის პოპულარული მთის კურორტი - მატერორნის მთაა. დააკვირდით მის კიდეებზე თოვლის რაოდენობას 1960 წლის აგვისტოში (მარცხნივ) და 2005 წლის აგვისტოში (მარჯვნივ).

image








3. ჰაერის დაბინძურების შემცირება


ყველა გავლენა, რასაც დედამიწაზე ვახდენთ, ნეგატიური არაა. მაგალითად, ნასას სატელიტების მიხედვით, აზოტის დიოქსიდის დაბინძურება მნიშვნელოვნადაა შემცირებული აშშ-ში 2005-დან 2011 წლამდე. 2005 წლიდან ამერიკის მთავრობამ გარემოსდაცვითი ღონისძიებები განახორციელა, ბევრი დაწესებულება კი ნახშირის მოხმარებიდან ბუნებრივ გაზზე გადავიდა.

image








4. დიდი ხელოვნური მდინარე


რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, ლიბიის მთავრობამ მსოფლიოში უდიდესი სარწყავი არხის პროექტი შეადგინა, რომელიც დიდი ხელოვნური მდინარის სახელითაა ცნობილი (Great Man-Made River). ამ ფოტოებზე ჩანს, როგორ განვითარდა რეგიონში სოფლის მეურნეობა 1987 წლიდან.

image









5. უდაბნოების ფერმად გადაქცევა


ეს ფოტოები საუდის არაბეთში მდებარე Wadi As-Sirhan Basin-ის იმ დრამატულ ტრანსფორმაციას აჩვენებს, რაც უდაბნომ განიცადა ბოლო 30 წლის განმავლობაში. რეგიონი ნამდვილ ფერმად გადაიქცა! ადგილობრივმა მთავრობამ გადაწყვიტა, მიწის ქვეშ სარწყავი არხები გაეყვანა, რომ ფერმერებს ხილისა და ბოსტნეულის მოშენება შესძლებოდათ.

image








6. ურბანიზაცია


ეს სურათები ჩინეთის ქალაქ ბინაის ურბანიზაციას ასახავს. 1990 წლიდან ბინაი ჭაობიანი რეგიონიდან უდიდეს ეკონომიკურ ზონად გადაიქცა. ამჟამად, ეს არის სხვადასხვა კოსმოსური, ქიმიური და სხვა საწარმოო კომპანიების "სახლი".

image








7. ხელოვნური კუნძულები


ტურისტული ბიზნესის ასაყვავებლად, დუბაის მთავრობამ სანაპიროსთან უზარმაზარი ხელოვნური კუნძულები ააშენა. ყველაზე პოპულარულ კუნძულებს პალმის ფორმა აქვს.

image








ახლა კი აზრიანი ილუსტრაციები, რომლებიც გაჩვენებთ, როგორ შეიცვალნენ ადამიანები ბოლო 50 წლის განმავლობაში:




8. ტექნოლოგია


ბოლო 50 წლის განმავლობაში მეცნიერებამ უდიდესი პროგრესი განიცადა. უბრალოდ, დაფიქრდით - არც თუ ისე დიდი ხნის წინ მობილურებიც არ არსებობდა, ადამიანები მანქანებზე ოცნებობდნენ, ინტერნეტი კი, უბრალოდ, იდეას წარმოადგენდა.


ახლა კი ერთი დღის წარმოდგენაც არ შეგვიძლია მობილურის გამოყენების გარეშე. ინტერნეტს კი მუდმივად დაახლოებით 3.5 მილიარდი ადამიანი იყენებს მთელი მსოფლიოს გარშემო.

image








9. ინფორმაციული საზოგადოება


თანამედროვეობაში ინფორმაცია უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ყველაფრის წაკითხვა ერთი თითის დაკლიკლებით შეგვიძლია. ეს კარგად ჟღერს, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ თითქმის ყველა ჩვენგანი ზედმეტი დოზით ვიღებთ ინფორმაციას: მეილები, წერილები, ვიდეოები, სტატიები და ელ-წიგნები. ინფორმაციის ზედმეტი დოზით მიღების კონტროლი საკუთარი თავის კონტროლით, გეგმების დასახვით და მათი შესრულებით შეგვიძლია.

image








10. კომუნიკაცია


მთელი მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს სოციალურ ქსელს. ახლა კი ის ინტერნეტში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი აპლიკაციაა. ერთი მხრივ, დღეს კომუნიკაცია იაფი და მარტივია და დიდი მანძილიც კი არაფერს ნიშნავს. მეორე მხრივ კი, ვერბალურმა კომუნიკაციამ ძალიან იკლო და ხალხის დიდი ნაწილი პირადად კონტაქტს გაურბის.

image








11. აქტივობები


ბოლო წლების განმავლობაში თავისუფალი დროის აქტივობებიც შეიცვალა. თუ ჩვენი მშობლები დროს სიამოვნებით ატარებდნენ გარეთ, ჩვენ სახლში ყოფნა გვირჩევნია ტელევიზორის, ინტერნეტისა და ვიდეო თამაშების წყალობით.


თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს ისეთი ცუდიც არაა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად, ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ვიდეო თამაშები ტვინის რაღაც ნაწილებში ყურადღებასა და ვიზუალურ უნარებს აუმჯობესებს.


რა თქმა უნდა, არსებობს ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულების რისკიც. ამიტომ გვახსოვდეს, რომ დავიცვათ ზომიერება!

image








12. მოდა


ადრე ქსოვილები და ტანსაცმლის სტილი კულტურული თვითმყოფადობის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა მაჩვენებელი იყო. ბოლო წლების განმავლობაში კი გლობალიზაციის სწრაფმა ზრდამ მოდის გავრცელება მთელ მსოფლიოში გამოიწვია.

image








13. მშობლები


ბოლო წლებში მშობლების ქცევაც შეიცვალა და დიახ! ესეც ტექნოლოგიების განვითარების გამოა! გარე აქტივობებთან და წიგნების კითხვასთან ერთად, ბავშვების ცხოვრებაში ტექნოლოგიებიც დიდ როლს თამაშობს. ზოგი მეცნიერის აზრით, გამოსხივება მათთვის ცუდია, ზოგის აზრით კი, ეს პრობლემა არაა, სანამ ბავშვის ქცევა დაბალანსებული იქნება.

image








14. მოსახლეობის დაბერება


მსოფლიო სწრაფად ბერდება. 60 წლის და მეტი ასაკის ხალხი მსოფლიო მოსახლეობის 12%-ს წარმოადგენს. ეს სწრაფად მზარდი რიცხვია და 2050 წლისთვის შესაძლოა 22%-საც მიაღწიოს.


მოსახლეობის დაბერებაზე ბოლოდროინდელმა სამეცნიერო და სოციალურმა განვითარებამ იმოქმედა. უკეთესი კვება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, განათლება და ეკონომიკური სიმშვიდე - ამ ყველაფერმა ადამიანების სიცოცხლე გაახანგრძლივა.

image








15. სოციალური საკითხები


ყოველ ახალ თაობასთან ერთად ახალი სოციალური პრობლემები იჩენს თავს. ბოლო ნახვარ საუკუნეში ამ სფეროში დიდი წარმატება იქნა მიღწეული. გაუმჯობესდა რასობრივი, ასაკობრივი, რელიგიური და სექსუალური ორიენტაციის კუთხით შეგნება მოსახლეობაში.


როგორც ვიცით, უნაკლო საზოგადოება არ არსებობს, მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ იმაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა, რომ დედებსა და ბებიებს ანაზღაურებადი სამსახური ექნებოდათ სახლს გარეთ.

image









ბოლოს კი ის, რაც არასდროს შეიცვლება...


image


0
706
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
706
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0