საქართველო " ან სალომე ზურაბიშვილს გაათრევენ, ან ბაქრაძე-ვაშაძეს შორის ერთ-ერთზე შეაჩერებენ არჩევანს.." - ვალერი კვარაცხელია 2018, 19 სექტემბერი, 19:41 ![]() ბოიკოტი არჩევნებს! მადლობა ყველას, ვინც გაიზიარა და გააზიარა მოწოდება საყოველთაო პროტესტის მოძრაობის შესახებ. ბოიკოტი საარჩევნო შედეგს ვერ შეცვლის. გნებავთ ბოიკოტით და გნებავთ ბოიკოტის გარეშე, საარჩევნო შედეგი ერთი და იგივე იქნება - ან სალომე ზურაბიშვილს გაათრევენ, ან ბაქრაძე-ვაშაძეს შორის ერთ-ერთზე შეაჩერებენ არჩევანს. ამ რეალობას ბოიკოტი ვეღარ უშველის, მაგრამ იგი შინაც და გარეთაც ყველას დაანახებს, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას თავმოყვარეობა და ღირსების გრძნობა შენარჩუნებული ჰქონია. ეს ერთი.
მეორე და უმთავრესი:
საზოგადოების ერთსულოვნებამ უნდა შეცვალოს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში დამკვიდრებული დამღუპველი პრაქტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება და ე.წ. ოპოზიცია სინამდვილეში ერთი და იგივე ძალაა, როდესაც ხელისუფლება თვითონ დაინიშნავს ხოლმე ოპოზიციას და შემდეგ როლებს ირგებენ. როგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი კანდიდატებს შორის თუკი ყველა მათგანი ამერიკული ორიენტაციისაა - ღიმილის, ცხვირის ფორმის თუ ვარცხნილობის მიხედვით? პოლიტიკური არჩევანი მხოლოდ მაშინ კეთდება, როდესაც პოლიტიკური ალტერნატივა არსებობს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ბედი გადაწყვეტილია, მაგრამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩვენ უნდა შევძლოთ სრულიად ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება, რომელიც ნამდვილი ალტერნატივა იქნება არამარტო არსებული ხელისუფლებისთვის, არამედ, პირველ რიგში, იმ ოცდაათწლიანი უგუნური პოლიტიკური მიმართულებისთვის, რომელმაც სამშობლო გაგვინადგურა. ეს ეპოქალური ამოცანაა, რომელსაც ფეისბუქით ვერ გადავწყვეტთ, მაგრამ ყველა უნდა ვიყოთ მზად იმ დონეზე, რა დონესაც ჩვენი შესაძლებლობები გაწვდება. ახლა კი, ბოიკოტი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ თავმოყვარეობა შევინარჩუნოთ და საკუთარი ძალაც მოვსინჯოთ! ვალერი კვარაცხელია 531 3-ს მოსწონს |
შენ და შენნაირებმა მოამწიფეთ ნიადაგი პუტჩისათვის. შენი ადგილი ციხეშია და არა მედიაში...