საქართველო "..ერი საკუთარი სახელმწიფოს განადგურებაზე აღარ რეაგირებს. " - გურამ ქართველიშვილი 2018, 19 სექტემბერი, 12:23
რაც დღეს საქართველოში ხდება დიდი გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი მგონია. აშკარად მიმდინარეობს ერთი იმპერიის მიერ მეორე იმპერიისადმი კავკასიის გადაბარება. ამიტომაც ამ მტკივნეული პროცესისის დასაწყებად იდეოლოგიურ საფუძველს ქმნიან. რა სიბილწეს აღარ გვახვევენ თავს იმის გამო, რომ “ერთი“ იმპერია შეგვაძულონ და “მეორესთან“ დაცულად ვიგრძნოთ თავი. ყველა უბედურებასთან ერთად შვილების გახრწნა-განარკომანებას გვაყურებინებენ და ქვეყნის ნარკოკარტელად გადაკეთებასაც გვისახავენ პერსპექტივად. ისლამიზაციას გვახვევენ და თურქ-- ირანელს გვისახლებენ... მთავარი უბედურება მაინც ის არის, რომ ამ გეოპოლიტიკური ძვრების ავტორმა ძალებმა და სპეცსამსახურებმა ვერაფრით გააბრაზეს და ააჯანყეს ქართველები. მათ აღმოაჩინეს, რომ ეს ერი საკუთარი სახელმწიფოს განადგურებაზე აღარ რეაგირებს. P.S. გაივლის დრო და ეს რეალობა ისტორიის ფურცლებზე დაიდებს ბინას, ხოლო იმ ფურცლების წაკითხვა არავის მოუნდება, რადგან დღვანდელი საქართველო ერთი დიდი სირცხვილია და სხვა არაფერი..." - გურამქართველიშვილი 95 1-ს მოსწონს
|