ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი, რეპერი ბერა ივანიშვილი დაინიშნა. მისი რჩეული მოდელი ნანუკა გუდავაძეა. ბერამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა წარწერით: "ის თანახმაა". ნანუკა გუდავაძე ცნობილი რაგბისტის, მერაბ (ბუკა) შარიქაძის შეყვარებული იყო და წყვილი რამდენიმე თვის წინ დაშორდა ერთმანეთს. ბერას და ნანუკას სასიყვარულო ისტორია კი ზაფხულში დაიწყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისინი მანამდეც იცნობდნენ ერთმანეთს, რადგან ნანუკას მამა და ბიძინა ივანიშვილი მეგობრები არიან. ბედნიერებას ვუსურვებთ წყვილს!