საზოგადოება ია მეტრეველი: "არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი ემოციები, სალარიძის აღვირახსნილ ქმედებებზე" 2018, 14 სექტემბერი, 20:58 ![]() "არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი ემოციები, სალარიძის აღვირახსნილ ქმედებებზე, უკვე ყველა ზღვარს გადავიდა. ჩვენგან, სრულიად უდანაშაულოდ, სახელმწიფოსგან დახვრეტილი შვილების მშობლებისაგან, რომლებსაც, დღესაც არ მიგვღწევია სამართლისთვის და დამნაშავეები ჯერ კიდევ დაუსჯელები დადიან, თუ გინახავთ, ან გსმენიათ ასეთი საქციელი და ასეთი შეურაცხყოფები პოლიციის და მითუმეტეს უდანაშაულო ხალხის მიმართ. რატომ აბედინებთ ამდენს ამ თავგასულ, ნაციონალების მართულ სალარიძეს."-წერს მეტრეველი. ![]() შეგახსენებთ, დღეს სოფელ ხელთუბნის მკვიდრის, 18 წლის თორნიკე მერებაშვილის სიკვდილის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით. აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად გორში ჩავიდნენ ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რა დროსაც მიმდინარე აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ და გორის საკრებულოს თავმჯდომარემ “ქართული ოცნებიდან”, დავით რაზმაძემ ერთმანეთს აგინეს. 1765 7-ს მოსწონს
|