საქართველო ცოტნე გამსახურდია:მეც წავიკითხე, ასე თქვა იმ არაკაცმა 2018, 13 სექტემბერი, 11:19 ცოტნე გამსახურდია შემდეგი შინაარსის კომენტარს აქვეყნებს სოზარ სუბარზე: "მეც წავიკითხე, ასე თქვა იმ არაკაცმა... Shorena Marsagishvili სოზარ სუბარზე დიდი ნაძირალა იშვიათად შემხვედრია. ტიპი გამუდმებით ტრადიციების გინებაში იყო და ახლა ამბობს, რომ სვანეთში გასვენებაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო კანაფისგან დამზადებული ფხალიო. ისა და სოზარ, ბიძინას კანაფი იმიტომ ხომ არ მოჰყავს, რომ „ოცნების“ პოლიტიკური გასვენებაა და დიდი ფხალის მომზადება იქნება საჭირო. შენ ახალ ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვა არ გაგიჭირდება. ნაცებთანაც კარგად იყავი და გირგვლიანის ამბავი მანამდე არ შეიმჩნიე, სანამ სვანები არ დაგემუქრნენ." საქართველოში კანაფის წარმოების და ექსპორტის შესახებ საუბრის დროს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა გადაცემა "პოლიტმეტრში" ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა: "ჩემს ბავშვობაში, სტუდენტობის პერიოდში, მაგალითად სვანეთში ოჯახი არ იყო, კანაფი არ ჰქონოდა დათესილი და ეს გამოიყენებოდა, ცხადია არა ფარმაციის მიზნით, იმიტომ რომ ამის გამოცდილება იქ არ იყო, არამედ ეს იყო ჩვეულებრივი საკვები კულტურა. ჩემი სტუდენტობის პერიოდში ძალინ ძნელად იპოვიდი ახალგაზრდას, რომელიც ერთხელ, ორჯერ ან ინტენსიურად ეტანებოდა მარიხუანას, ალბათ სვანეთი ერთ-ერთი მეტად დაცული მხარე იყო ამითი. ....შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ხაჭაპურში და ჭვიშტარში ეს არის ჩვეულებრივი ინგრედიენტი. ეს არის სვანეთში გავრცელებული ფეტვიანი ხაჭაპური. რამდენიმე წლის წინ, ჩემს ახალგაზრდობაში სვანეთში ჩვეულებრივ მზადდებოდა კანაფისგან ხაჭაპური, ისევე, როგორც ნებისმიერი გასვენების ინგრედიენტი იყო კანაფის თესლისგან დამზადებული ფხალი, რომელშიც ცხადია, ნარკოტიკული შემცველობა იყო ნულოვანი, რადგან კანაფის თერმული დამუშავების შემდეგ იქ ნარკოტიკი არ რჩება". 1087 6-ს მოსწონს
|