x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცოტნე გამსახურდია:უნდათ, რომ მათი კარგად მოვლილი, უცხოეთში ნასწავლი და ნაფერები შვილები ამ გენეტიკური ნაგვისნაირები იყვნენ?!
image
ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:



"ავტორიტეტულად და დიდი გამოცდილებით გეტყვით:

ნარკოტიკს არაფერი აქვს თავისუფლებასთან საერთო. გაკეთებისას, იმ წუთშივე მისი მოხვეული ბიოქიმიის/ფსიქიკური მდგომარეობის ტყვეობაში ხარ, ხოლო შემდეგ - დამოკიდებულების ტყვეობაში. როდესაც წამალზე "ზიხარ", შენ არ გაქვს არავითარი არჩევანი. ჩვეულებრივი მონა ხარ. მაშინაც კი, როდესაც ეს მამაოჩვენოსავით იცი, შენი საცოდავი ეგო ამ ყველაფერს უამრავ გამართლებას უძებნის, იგონებს უამრავ ხრიკს, რათა დაგიდუმოს საღი გონების ხმა და მისი მიღება გადაგაწყვეტინოს. პრინციპში, მექანიზმი ერთია, უბრალოდ გარკვეულ სფეროებში - ნარკომანიისა და ლუდომანიისას (თამაშების ვნება) - ეს განსაკუთრებული სიმძაფრით ვლინდება...

ახლა იმ გამოყ****ზე, ბათუმში ქალის და კაცის ქანდაკებაზე რომ აძვრა. როდესაც ვიღაც ჯაან სვეცკი და ჯაან თავიშუფალი შახეები ხოტბას ასხამენ და ლამის სარტრად და გოეთედ გამოიყვანონ ეს ბრიყვი, დაუსვით კითხვა: უნდათ, რომ მათი კარგად მოვლილი, უცხოეთში ნასწავლი და ნაფერები შვილები ამ გენეტიკური ნაგვისნაირები იყვნენ?!


და იქვე დაუსვით ეს კითხვა საკუთარ თავსაც."


image



შეგახსენებთ, გუშინ თერჯოლელი კონსტანტინე ედიბერიძე(მეტსახელი "ჩაქუჩა") ბათუმში "ალის და ნინოს" ქანდაკებაზე აძვრა . საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მან მაშველების დახმარებაზე უარი თქვა და ქანდაკებიდან დამოუკიდებლად ჩამოვიდა.კითხვაზე თუ რატომ აძვრა ქანდაკებაზე უპასუხა, რომ "მას თავისუფალი ცხოვრების უფლებას" უზღუდავენ.

კონსტანტინე ედიბერიძე სოფელ ჭოგნარიდანაა, იგი მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც მისი ეზოდან 30 ძირი კანაფის მოთხრის გამო მის და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

გუშინვე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ედიბერიძე ამ ბოლო ერთ თვეში უკვე მე-5 მოხვდა პოლიციაში.


0
499
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
499
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0